reportiori.ge - ირაკლი შოთაძე: ელექტრონული შეფასების პროგრამის დანიშნულებაა, პროკურორთა მუშაობის შეფასება შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე მოხდეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 14:47
სამართალი
ირაკლი შოთაძე: ელექტრონული შეფასების პროგრამის დანიშნულებაა, პროკურორთა მუშაობის შეფასება შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე მოხდეს
ავტორი:
02 დეკემბერი, 2015. 17:02


მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საკონსულტაციო საბჭოსა და პროკურორების შეფასების ელექტრონული სისტემის მნიშვნელობა დეტალურად განმარტა. მისი თქმით, ელექტრონული შეფასების პროგრამის შექმნის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ პროკურორთა მუშაობის შეფასება მოხდეს შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე.



იქნება პროგრამა, სადაც ელექტრონული გამოძიების პროგრამიდან მოხდება შესაბამისი სტატისტიკის მობილიზება და მოხდება თითოეული პროკურორის მიერ ჩატარებული საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებების შეფასება. ეს არის მიმართული იმისკენ, რომ ობიექტურად და სამართლიანად მოხდეს პროკურორების შეფასება", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

 

 

მისი თქმით, საბჭოში განიხილება სხვადასხვა საკითხები, მათ შორის პროკურორების დაწინაურების კუთხით.



ამ შეფასების პროგრამის საფუძველზე დადგინდება, რომ გარკვეული პროკურორები განსაკუთრებული პროფესიონალიზმით გამოირჩევიან. რა თქმა უნდა, საკითხი დადგება მათი დაწინაურების შესახებ და ეს მოხდება ამ საბჭოს ფარგლებში. ასევე კოლეგიალურად მოხდება დისციპლინური გადაცდომების განხილვა, პროკურორების მიმართ შესაბამისი სასჯელის მიზანშეწონილობის განხილვა. ამის მიზანი არის ის, რომ პროკურორებმა იგრძნონ მეტი დაცულობა, დამოუკიდებლობა და მსგავსი გადაწყვეტილებები არ იყოს მიღებული ერთპიროვნულად მთავარი პროკურორის მიერ", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

 


ჟურნალისტების შეკითხვაზე, ძველი პროკურორების დანაშაულის გამოძიების კუთხით რა ქმედებები განხორციელდება, მთავარმა პროკურორმა განმარტა, რომ უკვე შექმნილია სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი.



საქართველოს პროკურატურაში შექმნილია სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, რომელსაც დღესდღეობით წარმოებაში ასეულობით საქმე აქვს და ამ საქმეებზე აქტიური გამოძიება მიმდინარეობს. ჩემი გეგმის პრიორიტეტად დავსახე, რომ ვაპირებ დეპარტამენტის რიცხოვნების გაზრდას და სწორედ ეს დეპარტამენტი უზრუნველყოფს თითოეული ძველი საჩივრის განხილვას და გამოძიების ჩატარებას. მათ შორის, მოქალაქეების საჩივრების განხილვას სხვადასხვა სამართალდამცველი უწყების ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების მიმართ", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016