reportiori.ge - ოლეგ მელნიკოვი: სიმართლე ადრე რომ მეთქვა, ახლა კუკიის სასაფლაოზე ვიქნებოდი...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 13:53
სამართალი
ოლეგ მელნიკოვი: სიმართლე ადრე რომ მეთქვა, ახლა კუკიის სასაფლაოზე ვიქნებოდი...
ავტორი:
03 დეკემბერი, 2015. 01:06


კუდ-ის ყოფილი თანამშრომლის ოლეგ მელნიკოვის თქმით, „დათა ახალაიამ მიიღო დაპირება მიხეილ სააკაშვილისგან, რომ ღაჭავა, ალანია, ბიბილურიძე და აფციაური უნდა ჩამსხდარიყვნენ ციხეში, თუმცა შემდეგ მალევე შეიწყალებდა და გათავისუფლდებოდნენ ციხიდან".  

ამის შესახებ ოლეგ მელნიკოვმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე ელენე გოგუაძესთან განაცხადა, სადაც ის მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, დათა ახალაიას და ზურა ადეიშვილის წინააღმდეგ აძლევდა ჩვენებას.


მისი თქმით, მთავრობა შეიცვალა და ახლა სიმართლის თქმა შეუძლია. "იმ დროს რომ მეთქვა, ახლა ვიქნებოდი კუკიაზე"- განცხადა მელნიკოვმა


"ოლეგ მელნიკოვი დაადასტურებს ამ გარემოებებს, იმ ვიზიტებს, რომელიც ხორციელდებოდა მაშინდელი კუდის ხელმძღვანელის დათა ახალაიას, იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის, ასევე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შავნაბადას რეზიდენციაში. ის დაადასტურებს, რა ხდებოდა მანამდე და შემდგომ გირგვლიანის საქმის ირგვლივ. რაც შეეხება სხვა მოწმეებს, ეტაპობრივად მოხდება მათი დაკითხვა",- განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.


როგორც ოლეგ მენიკოვმა აღნიშნა, ახალაია და ალანია გირგვლიანის საქმის სხვა პირებზე გადაბრალებას გეგმავდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ახალაიამ ადეიშვილთან გამართა მოლაპარაკება, მას ეცნობა, რომ სწორედ ალანია უნდა ჩამჯდარიყო ციხეში. მისივე განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ ალანია დათა ახალაიას მეგობარი იყო, ინფორმაციის გადასამოწმებლად დათა ახალაია მიხეილ სააკაშვილთან მივიდა შავნაბადაზე. თუმცა, ოლეგ მელნიკოვის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილისგანაც ახალაიამ მიიღო იგივე დაპირება, "რომ აღნიშნულ საქმეზე ბიჭები უნდა ჩამსხდარიყვნენ ციხეში. თუმცა მათი მალევე გათავისუფლება და შეწყალება მოხდებოდა".

მელნიკოვის განცხადებით, ოთხივე პირი აღნიშნულის სანაცვლოდ 100 ათას ლარის ოდენობით თანხას მიიღებდა.


დღევანდელი სასამართლო პროცესი ერთი მოწმის დაკითხვით დასრულდა. შემდეგი პროცესი 25 დეკემბერს, 14: 00 საათზე გაგრძელდება.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016