reportiori.ge - „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო შეიქმნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 23:09
ეკონომიკა
„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო შეიქმნება
ავტორი:
03 დეკემბერი, 2015. 12:35


 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით, 3 დეკემბრის  მთავრობის სხდომაზე  „აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო  პროგრამის ფარგლებში ორი ახალი საწარმოს პროექტი დამტკიცდა.


სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტიბაანში შეიქმნება საკვები პროდუქტების საწარმო, სადაც ჩაიდება დაახლოებით ასი ათასი ლარის ინვესტიცია, დასაქმდება 15 ადამიანი, ხოლო წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე გავა გერმანიაში, სლოვაკეთში, ჩეხეთსა და პოლონეთში. ამ საწარმოს შესაქმნელად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტრომ, „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში, „კამარა ექსპრესს" სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები.


ასევე ერთ ლარად გადაეცა შპს „მედ პროჯექტს" ქალაქ თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთები. კომპანია ამ ქონებაზე გეგმავს თხევადი ჟანგბადის საწარმოს შექმნას და ამისთვის 700 000 ლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას. საწარმო დაასაქმებს ათ ადამიანს და პროდუქციის გამოშვებას დაიწყებს ორი წლის ვადაში.




 



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016