მსოფლიოში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ პირებს სამედიცინო ეტლები პირადად გადასცეს.
აღნიშნული დახმარება, საერთაშორისო ასოციაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" პროექტის ფარგლებში, სპეციალურად ამ დღისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრში ცენტრის ბენეფიციარების მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა.
კონცერტს გურიის გუბერნატორის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია და ქალაქ ოზურგეთის მერი დაესწრნენ. ბენეფიციარებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჩუქრები გადასცეს და მათთან ერთად საახალწლო ნაძვისხის აწყობაში მიიღეს მონაწილეობა.
„დღეს მთელ მსოფლიოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. ეს დღე ყველას გვახსენებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების ცნება პირობითია. მათი სიხარული ჩვენთვის მნიშვნელოვანია და მათი წარმატება ჩვენი წარმატებაა!" - განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.