reportiori.ge - ოზურგეთში შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 17:39
რეგიონები
ოზურგეთში შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
ავტორი:
03 დეკემბერი, 2015. 17:51



მსოფლიოში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ პირებს სამედიცინო ეტლები პირადად გადასცეს.


აღნიშნული დახმარება, საერთაშორისო ასოციაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" პროექტის ფარგლებში, სპეციალურად ამ დღისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრში ცენტრის ბენეფიციარების მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა.


კონცერტს გურიის გუბერნატორის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია და ქალაქ ოზურგეთის მერი დაესწრნენ. ბენეფიციარებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჩუქრები გადასცეს და მათთან ერთად საახალწლო ნაძვისხის აწყობაში მიიღეს მონაწილეობა.


დღეს მთელ მსოფლიოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. ეს დღე ყველას გვახსენებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების ცნება პირობითია. მათი სიხარული ჩვენთვის მნიშვნელოვანია და მათი წარმატება ჩვენი წარმატებაა!" - განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.


 

 

 

 



 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016