შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით შს სამინისტროს ახალი ინიციატივის ფარგლებში, მას შემდეგ რაც მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების საქართველოში შემოყვანა აიკრძალება, მარცხენასაჭიანი ავტომობილების განბაჯება შედარებით იაფად იქნება შესაძლებელი.
„ვისაც უკვე ჰყავს მარჯვენასაჭიანი ავტომობილი, არანაირი შეზღუდვა და დამატებითი გადასახადი არ დაუწესდება. ისინი ჩვეულებრივად გამოიყენებენ და გაყიდიან კუთვნილ ავტომობილებს. აკრძალვა შეეხება აკრძალვის დღიდან შემოყვანილ მანქანებს. ავტოპარკის გადასახალისებლად, ახალი მანქანების განბაჟება მნიშვნელოვნად გაიაფდება. ეს იქნება ერთგვარი ბალანსი მოქალაქეებისთვის, ანუ, მართალია, ახალი მანქანების ყიდვა ძვირად მოუწევთ, მაგრამ სამაგიეროდ, განბაჟებაში ნაკლებს გადაიხდიან. ამ გზით, ჰაერის დაბინძურებაც მნიშვნელოვნად შემცირდება." - აღნიშნავს შალვა ხუციშვილი.