reportiori.ge - ჩემი სიბერე ასეთი იქნება! – დედამიწის ყველაზე ხანდაზმული ადამიანის ცხოვრების წესები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:54
სხვადასხვა
ჩემი სიბერე ასეთი იქნება! – დედამიწის ყველაზე ხანდაზმული ადამიანის ცხოვრების წესები
ავტორი:
04 დეკემბერი, 2015. 15:04


ჟანა ლუიზა კალმანმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა სიცოცხლის ხანგრძლივობაში - ის 122 წლისა და 164 დღის არის. ალბათ, ბედისწერას, უბრალოდ, მოსწონდა მადამ კალმანის ცხოვრების წესი.


ჟანა ფრანგია, ის ორლიში დაიბადა. როცა ეიფელის კოშკი ააგეს, ის 14 წლის იყო. სწორედ ამ დროს შეხვდა ვან გოგს. „ის იყო ჭუჭყიანი, ცუდად ეცვა და სახე შეჭმუხნილი ჰქონდა", - იხსენებდა 1988 წელს, მხატვრის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიცემულ ინტერვიუში ჟანა.

85 წლის ასაკში ის ცხენოსნობით იყო გატაცებული.


100 წლის ასაკში პირველად დაჯდა ველოსიპედზე.  


114 წლის ასაკში ჟანა ფილმში გადაიღეს, 115 წლის ასაკში თეძოს ოპერაცია გაიკეთა, ხოლო 117 წლისამ დაანება თავი მოწევას და არა იმიტომ, რომ თავს ცუდად გრძნობდა, არამედ მხედველობა დააკლდა და უხერხულად გრძნობდა თავს, როცა ყოველ წუთს სხვას სთხოვდა, მოეკიდებინა მისთვის.


90 წლის ჟანამ, რომელსაც შთამომავალი არ ჰყავდა, 47 წლის იურისტთან, რაფრისთან გააფორმა ხელშეკრულება: ეს უკანასკნელი მიიღებდა ჟანას ქონებას იმის სანაცვლოდ, რომ ქალის სიკვდილამდე, ყოველთვე გადაიხდიდა გადასახადებს. სახლის საფასური დაახლოებით იმ თანხას შეადგენდა, რაც იურისტმა 10 წლის განმავლობაში გადასახადები იხადა. თუმცა, ბედმა მამაკაცს დასცინა და რაფრიმ არა მხოლოდ 30 წლის განმავლობაში უხადა ჟანას გადასახადები, არამედ მასზე ადრე, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა და კანონით, გადასახადების გადახდა ახლა მის ქვრივს დაეკისრა.


კალმანმა ბოლო დღეებამდე შეინარჩუნა საღი გონება და მახვილი აზრი. როცა ჟანას ასმეოცე დაბადების დღეზე ჰკითხეს, როგორი წარმოუდგენია მას მომავალი, მადამ ჟანამ გენიალური პასუხი გასცა: „ძალიან მოკლე".


ჟანა კალმანის ცხოვრების წესები და გამონათქვამები:


* ახალგაზრდობა - ეს სულის მდგომარეობაა და არა სხეულის. ამიტომაც მე ჯერ კიდევ გოგონა ვარ, უბრალოდ, უკანასკნელი 70 წელია ცუდად გამოვიყურები.


* მე მხოლოდ ერთი ნაოჭი მაქვს და ახლა სწორედ მასზე ვზივარ.


* ღმერთს დავავიწყდი!


* შეყვარებული ვარ ღვინოზე.


* ყოველთვის გაიღიმეთ. ასე ვხსნი მე ჩემი დღეგრძელობის საიდუმლოს.


* თუკი რაიმე არ გამოგდით, ნუ იდარდებთ ამაზე.


* უდიდესი სურვილი მაქვს სიცოცხლის და მაქვს კარგი მადა, განსაკუთრებით მიყვარს ტკბილეული.


* არასოდეს ვისვამ წამწამების ტუშს, რადგან ყოველთვის ცრემლებამდე ვიცინი.


* ცუდად ვხედავ, ცუდად მესმის და თავსაც არ ვგრძნობ კარგად, მაგრამ ეს არაფერია.


* მგონია, რომ სიცილისგან გარდავიცვლები.


* მე რკინის ფეხები მაქვს, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, მათ ნელ-ნელა დაჟანგება დაიწყეს.


* ყველა შესაძლებელი სიტუაციიდან სიამოვნებას ვიღებდი, ვიცავდი მორალის პრინციპებს და არაფერს ვნანობ. გამიმართლა.


ერთ-ერთი ინტერვიუს შემდეგ კორესპონდენტმა დამშვიდობებისას ჟანას მიმართა: „შევხვდებით! იქნებ მომავალ წელსაც..." რაზეც კალმანმა უპასუხა: „რატომაც არა? თქვენ არც ისე ცუდად გამოიყურებით!"




წყარო: მარაო.გე


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016