reportiori.ge - ლეგენდის დასასრული - მშვიდობით, მაესტრო!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 18 ოქტომბერი, 2024. 09:20
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ლეგენდის დასასრული - მშვიდობით, მაესტრო!
04 დეკემბერი, 2015. 15:35


თუ არსებობს სახალხო კინორეჟისორი, ასეთი უდავოდ ელდარ რიაზანოვი გახლდათ, დიალოგები მის ფილმებში ისეთი ცხოვრებისეულია და ისე სადად, მიპარვით გიმხელს მარადიული გრძნობების სიღრმისეულობას, რომ ძალიან მალე ეკრანზე განვითარებული მოვლენების თანამონაწილე ხდები, მისი გმირების ცხოვრებით ცხოვრობ, გტკივა, განიცდი, გიყვარს და რაც მთავარია, ეს ცხოვრება ფილმის დასრულების შემდეგაც გრძელდება, კარგა ხანს მიგყვება, გაფიქრებს და გასაზრდოებს. დიდებულ სცენარისტ ემილ ბრაგინსკისთან ერთად შექმნილი მისი ფილმები დრამატურგიულად იმდენად გამართულია, აუცილებლად გაგიჩნდებათ შეგრძნება, რომ ის, რასაც ეკრანზე უყურებთ, თქვენი წილი ცხოვრების გაგრძელებაა, თქვენი ადგილიც იქ არის, რადგან მათი გმირები ზუსტად ისე ფიქრობენ და მოქმედებენ, როგორც ამას შენ გააკეთებდი. ზუსტად ამიტომ არის მათი შემოქმედება გაუხუნარი, სწორედ ამიტომ 1977 წლიდან მოყოლებული ყოველ ახალ წელს ელი გენიალურ „ბედის ირონია, ანუ გაამოთ" და ყოველ მომდევნო წელს აღმოაჩენ, რომ არ მოგბეზრებია,- ამას კლასიკა ჰქვია.



ბევრმა არ იცის, რომ სახელმწიფო პრემიაზე წარდგენილი ეს ფილმი სიიდან ამოიღეს იმ მიზეზით, აქაოდა, მთვრალი ექიმის თავგადასავალი ვერაფერი ჭკუის სასწავლებელიაო. მაშინ იძალა და თავისი გაიტანა დიდმა ქართველმა კინორეჟისორმა რეზო ჩხეიძემ, „ბედის ირონიამ" სახელმწიფო პრემია კინოსტუდია „ქართული ფილმის" წარდგინებით მიიღო და ელდარ რიაზანოვი ყველგან აღნიშნავდა ბატონი რეზოს დამსახურებას; მუდამ სიამოვნებით ჩამოდიოდა საქართველოში, სადაც უამრავი მეგობარი ჰყავდა. რამდენჯერმე მეც მომიწია მასთან შეხვედრა, ერთხელ მისი ლექსებიც მოვისმინე, შევბედე და ვუთხარი, თქვენ უფრო დიდი პოეტი ხართ-მეთქი. გამიცინა და მიპასუხა: ენაზე, რომელზეც პუშკინი და პასტერნაკი წერდნენ, რიაზანოვის პოეზია მათი გენიის გასათბობად დანთებული კოცონის გასაჩაღებლად თუ გამოდგებაო... ამას თავმდაბლობა ჰქვია.



ელდარ რიაზანოვი გუშინ დაკრძალეს... მშვიდობით, მაესტრო!


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016