reportiori.ge - ირაკლი შოთაძე: 1 ოქტომბრის შემდეგ საქართველოს პროკურატურიდან დათხოვნილია 280 პროკურორ-გამომძიებელი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 13:24
სამართალი
ირაკლი შოთაძე: 1 ოქტომბრის შემდეგ საქართველოს პროკურატურიდან დათხოვნილია 280 პროკურორ-გამომძიებელი
ავტორი:
05 დეკემბერი, 2015. 11:30

 

 

 

ტელეკომპანია „იმედის" ეთერში, გადაცემა „პოლიტიკაში" მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პროკურატურიდან 280-მდე პროკურორ-გამომძიებელი დაითხოვეს.


„თითოეულ სისხლის სამართლის საქმეში, როგორიც არის მაგალითად „კორტების საქმე", „26 მაისის საქმე", ვისი პერსონალური ბრალეულობაც გამოიკვეთა, იმ პიროვნებების მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა. ის პროკურორები, რა საქმეებიც ჩამოვთვალეთ და რომლებიც უშუალოდ ჩართულები იყვნენ ამ საქმეებში, დღესდღეობით პროკურატურაში არ მუშაობენ. არცერთი ოლქის პროკურორი, არცერთი დეპარტამენტის უფროსი, უფრო მაღალი თანამდებობის პირი, ამ თანამდებობებზე აღარ მუშაობენ. ხშირ შემთხვევაში მეც მომისმენია პრეტენზიები, თუმცა 1 ოქტომბრის შემდეგ საქართველოს პროკურატურიდან დათხოვნილია 280 პროკურორ-გამომძიებელი. სულ 600-მდე თანამშრომელი. ასევე მივიღეთ 200-მდე ახალი პროკურორ-გამომძიებელი", - განაცხადა შოთაძემ. 




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016