კურორტი „გოდერძი" ხვალიდან ტურისტებსა და დამსვენებლებს მიიღებს.
გოდერძის უღელტეხილი წელს მომხმარებელს ორ საბაგირო ხაზს შესთავაზებს, ტრასების საერთო სიგრძე 8 კილომეტრი იქნება, მოქმედებს რვაადგილიანი საბაგირო.
კურორტზე ამ ეტაპზე განთავსებულია 7 საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის კოტეჯი, ასევე ერთი სასტუმრო და ადმინისტრაციული სახლი, სადაც ჯამში 200 ადამიანის გამასპინძლებაა შესაძლებელი.
სამომავლოდ, გეგმის მიხედვით, კურორტიმა ერთდროულად 7 ათასი დამსვენებლის მიღება უნდა შეძლოს.
"შესანიშნავი მდებარეობა და შესაბამისად განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს კურორტ „გოდერძს",რაც აჭარის რეგიონს ტურიზმს კიდევ უფრო გააძლიერებს. ჩვენ ვმუშაობთ რომ აჭარა დანიშნულების ადგილი არა მხოლოდ ზაფხულის სეზონზე, არამედ ზამთარშიც გახდეს და ვფიქრობ კურორტი „გოდერძი" ამ მიმართულებით საუკეთესო შესაძლებლობაა. გოდერძის მიმართ უკვე საკმაოდ მაღალია ინტერესი უცხოელი ტურისტების და სამთო სპორტით დაინტერესებული ადამიანების,რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ინტენსიურად სტუმრობენ ადგილს, რაც მე ძალიან მახარებს. დარწმუნებული ვარ კურორტით სამომავლოდ ინვესტორები კიდევ უფრო ინტენსიურად დაინტერესდებიან და ტერიტორიაზე არაერთი დიდი ინვესტიცია განხორციელდება,რაც აჭარის მაღალმთიანეთს განავითარებს და რეგიონში ახალ სამუშაო ადგილებს გააჩენს",- განაცხადა „პირვეთან" საუბარში აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა, დავით ბალაძემ.
გოდერძის უღელტეხილი, რომელიც აჭარას სამცხე-ჯავახეთან აკავშირებს, სამთო-სათხილამურო კურორტის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 2350 მეტრზეა.