ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძე ქვეყანაში არსებული ბიუჯეტის დანაკლისში პრობლემას ვერ ხედავს. როგორც შეშელიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში განაცხადა, მთავარი არა ბიუჯეტი, არამედ, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა.
„არსებული ბიუჯეტის შესრულებაში არის პრობლემა, მაგრამ შესრულება არ არის მთავარი. მთავარია ის - როგორი იყო ეკონომიკური აქტივობა და რამ შეუშალა ხელი, რომ ამ ეკნომიკას გამოემუშავებინა რესურსები. შემდეგ რომ დაბეგრილიყო და ბიუჯეტი შესრულებულიყო. ამ დროისთვის გაცხადებული ინფორმაციაა, რომ დანაკლისია 300 მლნ დოლარი, შეიძლება ეს თანხა იქნaს დაფინანსებული რომელიმე კერძო პირს მიერ. მაგალითად, როგორც ეს მოხდა მიწის დამუშავების პროექტის შემთხვევაში, ამისთვის თითქმის 200 მლნ დაიხარჯა კერძო ფონდიდან. ასევე თითქმის 700 მილიონი დაიხარჯა ამავე ფონდიდან იაფი აგროსესხების პროგრამაზე. ამიტომ ბიუჯეტის შესრულება-არშესრულება არ არის პრობლემა. მთავარია, ეკონომიკური მდგომარეობა. სამწუხაროდ, მიდმინრე წელს ეკონომიკური აქტივობა შემცირებული იყო და ეკონომიკური ზრდის ტემპი 1,3 მეათედით შემოიფარგლებოდა", -განაცხადა შეშელიძემ.