reportiori.ge - მართლმადიდებლური ეკლესია წმიდა მოწამეების აკვინდინეს, პიღასის, ანემპოდისტოს, აფთონის, ელპიდიფორეს დღესასწაულს აღნიშნავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:32
რელიგია
მართლმადიდებლური ეკლესია წმიდა მოწამეების აკვინდინეს, პიღასის, ანემპოდისტოს, აფთონის, ელპიდიფორეს დღესასწაულს აღნიშნავს
15 ნოემბერი, 2013. 12:34

წმინდა მიწამეები IV საუკუნეში ზეობისას ეწამნენ ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის. ამ დროისთვის სპარსეთში ქრისტიანობა გავრცელებული იყო, თავად სპარსელები კი ზორიასტიზმს (მზის თაყვანი) მისდევდნენ. მეფე საპორი ქრისტიანობის გარდა, ყველა სარწმუნოებას კრძალავდა, რადგან იმპერატორ კონსტანტინე დიდთან მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნება სურდა. მიუხედავად ამისა, მართლმადიდებლებს ვერ იტანდა და ხელსაყრელ პერიოდს ელოდებოდ, რომ გაენადგურებინა.


როდესაც იმპერატორი კონსტანტინე დიდი გარდაიცვალა, მეფემ ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო. ქვეყანა და მეფის სასახლე სავსე იყო ქრისტიანებით, ამით სპარსელები გაოცებას ვერ მალავდნენ. სხვებთან ერთად მოშურნეებმა მეფესთან დაასმინეს მისი ერთგული კარისკაცებიც: აკვინდინე, პიღასი და ანემპოლისტო.


სამსჯავროზე საპორის წინაშე წარმდგარმა წმინდანებმა მხნედ აღიარეს წმიდა სამება. ამით განრისხებულმა საპორიმ  წმინდანების წამება ბრძანა. დაქანცული ჯალათები ორჯერ შეენაცვლნენ ერთმანეთს, მაგრამ უფლის რჩეულებს კვნესაც არ აღმოხდენიათ. საპორმაც  ვერ გაუძლო დაძაბულობას და გრძნობა დაკარგა. იგი ყველას მკვდარი ეგონა, მაგრამ წმინდანის ლოცვით მეფე გონს მოეგო. მოსულიერებულმა საპორმა აკვინდინეს, პიღასისა და ანემპოდისტოს ჯადოქრობაში დასდო ბრალი და ბრძანა, კოცონს ზემოთ დაეკიდათ და კვამლში ამოეხრჩოთ. წმინდანთა ლოცვით ცეცხლი ჩაქრა, საკრველები კი, რომლითაც ისინი იყვნენ შებორკილნი, დაიშალა.


როცა მეფემ იკითხა, თუ როგორ მოხდა ეს, მოწამეებმა მას მრავალი ამგვარი სასწაულის მოქმედი ქრისტე უქადაგეს. გამწარებულმ საპორმა უფლის სახელის გმობა დაიწყო.მაშინ მარტვილებმა შესძახეს: დაიყავნ პირი შენი!" - და მეფეც დამუნჯდა. შიშისა და მრისხანებისაგან გონდაკარგული საპორი ცდილობდა, ენიშნებინა ხელქვეითებისთვის, რომ ტუსაღები საპყრობილეში წაეყვანათ, მაგრამ ირგვლივ მყოფნი მას ვერაფერს უგებდნენ.


აკვინდინემ ისევ ლოცვის ძალით განკურნა მეფე, მაგრამ ამჯერადაც ყველაფერი წმინდანთა ჯადოქრობით ახსნეს და მათი წამება განაგრძეს. მარტვილები რკინის ცხაურზე გააწვინეს და ცეცხლი შეუნთეს. უფლის რჩეულებმა ლოცვა დაიწყეს. უეცრად წვიმამ დაუშვა და ცეცხლი ჩაქრა. მრავალმა, მოწამეთა ლოცვით აღსრულებული სასწაულების მხილველმა, ირწმუნა ქრისტე და აღიარა თავისი სარწმუნოება. წმინდანებმა ადიდეს უფალი და ახალმოქცეულებს მოუწოდეს, ზეგარდამო გარდამოვლენილი წვიმით მონათლულიყვნენ. ერთ-ერთმა ჯალათმა, აფთონმა, წმიდა მოწამეებს სახალხოდ სთხოვა შენდობა მიყენებული ტანჯვისათვის და ქრისტეს სახელისათვის სასიკვდილოდ გადადო თავი. დიდებულმა ელპიდიფორემ და მეფის დედამაც აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი.


საპორმა როცა იხილა, თუ როგორ იზრდებოდა ქრისტიანთა რიცხვი და წმიდა მარტვილთა წამება როგორ განამტკიცებდა სარწმუნოებას, საჯაროდ განაცხადა, აკვინდინე, პიღასი, ანემპოდისტო და მათთან ერთად -ელპიდოფორე თავის მოკვეთით დაისჯებიან, მაგრამ ქრისტიანებს შეუძლიათ მათი ცხედრები დასაკრძალად წაიღონო. როცა მარტვილები ქალაქის გალავნისკენ მიჰყავდათ დასახოცად, მათ ურიცხვი ხალხი მიაცილებდა. მეფის ბრძანებით მეომრებმა ყველა მათგანი ამოხოცეს. სხვებთან ერთად მოკლეს ელპიდიფორეც.


აკვინდინე, პიღასი და ანემპოდისტო, მეფის დედასთან ერთად, მეორე დღეს ცეცხლში დაწვეს. წმინდანთა სიკვდილით დასჯის ადგილას ღამით მოსულმა ქრისტიანებმა უფლის რჩეულთა სრულიად უვნებელი ცხედრები იპოვნეს და პატივით მიაბარეს მიწას.


ამავე დღეს აღინიშნება ღირსი მარკიანე ხსენების დღე, რომელიც  IV საუკუნეში ცხოვრობდა. იგი განერიდა წუთისოფლის ამაოებას, უდაბნოში მრავალი წელი იცხოვრა განმარტოებით, დაუდუმებელ ლოცვასა და მკაცრ მარხვაში. ღამით, ფსალმუნთა გალობისას, წმინდანი არასდროს ანთებდა სანთელს, რადგან მის სენაკს ღვთაებრივი შუქი ანათებდა. რამდენიმე ხნის შემდეგ ღირსმა მარკიანემ ორი მოწაფე მიიღო, რომლებიც მისი ქოხის გვერდით დამკვიდრდნენ, მაგრამ ამის შემდეგაც დაყუდებულ ცხოვრებას განაგრძობდა. ანტიოქიელმა პატრიარქმა, ფლაბიანემ და სხვა ეპისკოპოსებმა წმინდანს სთხოვეს, ქრისტიანთა სასარგებლოდ უარი ეთქვა მკაცრ განმარტოებაზე, რაც ნეტარმა შორს დაიჭირა. ღირსი მამა რჩევა-დარიგებისათვის მიმსვლელებს სენაკიდან გამოუსვლელად მოძღვრავდა. აღსასრულის წინ წმინდანმა თავის მოწაფეს, ევსების, დაუბარა, ფარულად დაესაფლავებინა იგი, სენაკიდან მოშორებით.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016