reportiori.ge - პროკურატურამ თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 13:57
სამართალი
პროკურატურამ თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
ავტორი:
07 დეკემბერი, 2015. 10:58



საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე  მოქალაქე ზვიად ერემაძე დააკავა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით.


„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ზ.ერემაძე მოქალაქეებთან შედიოდა ნდობაში, საუბრისას იყენებდა პროკურატურისა და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამდებობის პირთა სახელებს და ატყუებდა მათ, რომ ახლო მეგობრულ ურთიერთობებში იმყოფებოდა აღნიშნულ პირებთან.

 

იგი მოქალაქეებს არწმუნებდა, რომ სამართლებრივი პრობლემების მოგვარების მიზნით შეხვედრებს მართავდა  სახელმწიფოს სხვადასხვა უწყების თანამდებობის პირებთან  და ამ თანამდებობის პირებისთვის ქრთამის სახით გადასაცემად ცდილობდა მოქალაქეებისთვის გამოეძალა დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ზ. ერემაძემ ნარკოტიკული დანაშაულისათვის ბრალდებულ ერთ-ერთ პირს საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, თითქოსდა პროკურატურისა და სხვა სამართალდამცავი ორგანოების ცალკეული თანამდებობის პირებისთვის ქრთამის სახით გადასაცემად თაღლითურად გამოართვა 10 000 აშშ დოლარი.

 

ზ. ერემაძეს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის  მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. ბრალდებულ ერემაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

 

მივმართავთ საზოგადოებას, მსგავსი უკანონო ფაქტების არსებობის შემთხვევაში,  დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციას", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016