reportiori.ge - შსს-მ თელავში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 12:45
სამართალი
შსს-მ თელავში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
ავტორი:
07 დეკემბერი, 2015. 17:46



შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1984 წელს დაბადებული დიმიტრი მ. დააკავეს.



გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თელავში, ნადიკვრის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1958 წელს დაბადებულ ელენე თ-ს ნაჯახით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.



სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიმიტრი მ. თელავში, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.



გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.



 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016