reportiori.ge - გიორგი ვოლსკი: ინტელექტუალი ბოკერიას და უინტელექტო ვაშაძის ჯგუფები ერთმანეთს დესტაბილიზაციის მოწყობაში ეჯიბრებიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:51
ინტერვიუ
გიორგი ვოლსკი: ინტელექტუალი ბოკერიას და უინტელექტო ვაშაძის ჯგუფები ერთმანეთს დესტაბილიზაციის მოწყობაში ეჯიბრებიან
07 დეკემბერი, 2015. 19:20


 

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნება - ეს ის საკითხია, რაზეც საქართველოს პარლამენტის წევრთან, გიორგი ვოლსკისთან დავიწყეთ საუბარი.

 

- ბიძინა ივანიშვილთან ხშირი ურთიერთობა არ მაქვს, ისევე როგორც ჩემი კოლეგების უმრავლესობას, რამდენჯერმე დაგვესწრო ფრაქციის სხდომაზე. მან თქვა, რომ კიდევ უფრო მეტად დაუჭერს მხარს „ქართულ ოცნებას" და ეს არ ნიშნავს მის პოლიტიკურ ამბიციას.


ზოგადად, ცხოვრებაში გამორიცხული არაფერია, თუმცა მისი პოლიტიკური გუნდის სათავეში მოსვლის ალბათობა არ არსებობს, მე ასე ვიცი და ასე მჯერა. ხოლო თანადგომა და მხარდაჭერა იქნება ისეთი, როგორც მან თავად განაცხადა.


- ახალ ფარულ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს უკრაინული მედია, რომელშიც დიალოგი ლადო გაბაშვილსა და გოკა გაბაშვილს შორის მიმდინარეობს.ნაციონალური მოძრაობის" წევრი გოკა გაბაშვილი მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრობს და „გიჟად" მოიხსენიებს. რას ფიქრობთ, რა ხდება პარტიაში? მოსალოდნელია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დაიშალოს?


- „ნაციონალური მოძრაობა" 2 და 3 ნაწილადაც უკვე დაყოფილია, მეოთხე კიდევ საერთოდ გამოეყო... სიტყვა „გიჟი" ამ საუბარში ყველაზე ნაკლებად საყურადღებოა. ეს არის გუნდი, დაყოფილი რამდენიმე ნაწილად და თითოეული ნაწილი ცდილობს შექმნას დესტაბილიზაცია. ყველა ნაწილს თავის მოსაზრება აქვს დესტაბილიზაციის შექმნის გზების შესახებ. ისინი ადრეც დაიყოფოდნენ, რომ არ ჰყავდეთ ერთი თავი სააკაშვილის სახით. ერთმანეთს ეჯიბრებიან ვის უფრო შეუძლია შექმნას დესტაბილიზაცია - ინტელექტუალი გაბაშვილის და ბოკერიას ჯგუფს თუ უინტელექტო ჯგუფს ვაშაძის მეთაურობით.


- დღეს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც არ დაესწრო ირაკლი ღარიბაშვილი. რას ფიქრობთ ამ საკითხზე? უნდა ესწრებოდეს თუ არა მთავრობის მეთაური სხდომას?


- უნდა დავანებოთ საზოგადოებასთან თამაშს თავი. უშიშროების საბჭო არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო, პრეზიდენტის ინსტიტუტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ სპეკულაციას პრეზიდენტმა თავი უნდა დაანებოს. მას სხვა ფუნქცია აქვს - დაარეგულიროს, დააბალანსოს, თუ რაიმე წინააღმდეგობაა, პოზიცია დააფიქსიროს. სპეკულირებს იმით, რომ პრეზიდენტია, არჩეულია და გავლენის წარმოჩენას ცდილობს. არ შეიძლება, პრეზიდენტი გამოვიდეს და თქვას, რომ პარტიული კონსენსუსია საარჩევნო თემასთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობა არ მიგვიღია. არ შეიძლება, პრეზიდენტს ჰქონდეს ეროვნული ბანკიდან ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასთან დაკავშირებით უსაფუძვლო, არასწორი პოზიცია. პრეზიდენტი უნდა იყოს დამბალანსებელი და მას აქვს სერიოზული ფუნქცია, რომ წარმოადგინოს ქვეყანა საზღვარგარეთ. არ აქვს მას იმის ფუნქცია, მოითხოვოს იჭიდაოს, რომ თვითონ უნდა წავიდეს ამა თუ იმ ფორუმზე. პრეზიდენტი არ ხელმძღვანელობს აღმასრულებელ სტრუქტურებს.


ძალიან კარგია, რომ პრემიერ-მინისტრი უშიშროების საბჭოს სხდომაზე არ მიდის. პრეზიდენტს აქვს ინფორმაციის მიღების უშველებელი წყაროები. ყველა დადებითად არის განწყობილი, რომ მიაწოდოს პრეზიდენტს ინფორმაცია. გავიხსენოთ უელსში პრეზიდენტის დელეგაციის ვიზიტი ნატო-ს სამიტზე. მისი ვიზიტი მშვენიერი იყო. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, პრემიერთან დეტალურად ჩამოყალიბდა საკითხებზე და ყველა შეხვედრაზე მშვენიერი შედეგი აჩვენა. ეს არის მისი ფუნქცია. თუმცა, როდესაც ისეთი გადაწყვეტილებაა მისაღები, რომელსაც სამთავრობო სტრუქტურებისგან რეალიზაცია სჭირდება, ნუ ქმნის საზოგადოებაში იმის განცდას, რომ დაპირისპირებაა ორ მთავარ ინსტიტუტს - მთავრობასა და პრეზიდენტს შორის.  მინისტრები უნდა მივიდნენ და ისაუბრონ. პრემიერ-მინისტრი რომ არ მიდის, ნუ თვლით, რომ ეს დიდი პრობლემაა. მინისტრები პრემიერ-მინისტრისგან განსხვავებულ პოზიციას ხომ არ დააფიქსირებენ?


- ვრცელდება ინფორმაცია, რომ არჩევნებში მონაწილეობა შესაძლოა სავალდებულო გახდეს. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?


- არ ვიცი, არ გამიგია. ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა. ზოგადად, მე ეს იდეა არ მომწონს. არჩევნებში მონაწილეობა ისედაც ყველას მოვალეობაა.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016