მსოფლიო
ტერაქტის საფრთხის გამო, თვითმფრინავმა ბუდაპეშტში საგანგებო დაშვება განახორციელა
07 დეკემბერი, 2015. 18:16
სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც ბერლინი-ჰურგადას რეისს ასრულებდა, ბუდაპეშტის აეროპორტში საგანგებო დაშვება განახორციელა.
„როიტერის" ცნობით, ამის მიზეზი გახდა ინფორმაცია თვითმფრინავის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესაძლო არსებობის შესახებ.
გავრცელებული ინფორმაციით, მუქარის შეტყობინება ავიადისპეტჩერს მიუვიდა. პოლიციის ინფორმაციით, ამ დროისთვის თვითმფრინავის შემოწმება მიმდინარეობს. ასევე ამოწმებენ მგზავრების კუთვნილ ტვირთებს.
ერთ-ერთი ვერსიით, ავიალაინერი ავიაკომპანია „Condor"-ის საკუთრებაა, თუმცა სამართალდამცავ უწყებაში ავიაკომპანიის დაკონკრეტებისგან თავს იკავებენ. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 130 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40