reportiori.ge - დემურ გიორხელიძე: რეგიონული კონფლიქტის შემთხვევაში საქართველო განწირულია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:22
ინტერვიუ
დემურ გიორხელიძე: რეგიონული კონფლიქტის შემთხვევაში საქართველო განწირულია
07 დეკემბერი, 2015. 16:00



2016 წლის ბიუჯეტზე, ტერორიზმის საფრთხეები, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობასა და საგარეო ფაქტორების გავლენაზე ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე „რეპორტიორს" ესაუბრა:


 

- 2016 წლიდან იზრდება პენსიები, პედაგოგებს გაეზრდებათ ხელფასები. ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებულია. თავისთავად ცხადია, თემა გაყოფილი უნდა იყოს, იმიტომ რომ მასწავლებელს უნდა ჰქონდეს ღირსეული ხელფასი, ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხია; ის, რომ პენსიონერს უნდა ჰქონდეს იმხელა პენსია, რომელიც მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს შეუქმნის, ამაზე დავა არ შეიძლება. მთელი პრობლემა არის ეკონომიკის განვითარების ნელი ტემპი, სამუშაო ადგილები, ამიტომ სოციალური ორიენტაციით ბიუჯეტის ზრდა მაინცადამაინც კარგი არ არის, რადგან მასწავლებლის ხელფასების ზრდა და პენსიების ზრდა არ შეიძლება იყოს ტრადიციული გაგებით სოციალური პოლიტიკა. ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარებისთვის მთავრობა ვერ ახერხებს სერიოზული ნაბიჯების გადადგმას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საგარეო ფაქტორები 2016 წელს არ გაუმჯობესდება. თავისთავად ცხადია, ვალდებულებების ზრდა პრობლემებს შექმნის, თუ შესაბამისი შემოსავლები არ იქნა. საკმარისია, დაიძაბოს საგარეო ვითარება, ჩვენ ახალი გამოწვევების წინაშე დავდგებით. გნებავთ, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა, სირიის მოვლენები ძალიან სერიოზულ გართულებებს გამოიწვევს 2016 წელს. შესაბამისად, ჩვენ ვერ მოვახერხებთ სათანადო საგარეო პოლტიკის გატარებას იმ მიზეზის გამო, რომ მთელი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ჩაფლულია რთულ ვითარებაში. ამიტომ ალტერნატივების ძიებაა საჭირო; იგივე შიდა რესურსების მაქსიმალური ამოქმედება. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღებული ვალდებულებების შესრულება - პენსიების ზრდა და სხვ. დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. შემოსავლები თუ არ გექნება, ვერაფერს გასცემ.


- პენსიების ზრდა ივნისიდან იგეგმება, ხოლო პედაგოგთა ხელფასების ზრდა აპრილიდან. რატომ ვერ მოხერხდა, რომ ზრდა ყოფილიყო წლის დასაწყისშივე?


- შემთხვევითი არ არის, რომ მატება იქნება ივნისში და არა იანვარში. ამის მიზეზი არის ის, რომ სახსრები ამ მიზნებისთვის არ არსებობს. აქვე ვიტყვი, რომ 20-30 და გნებავთ 50 ლარით ამ სამი წლის განმავლობაში შეიძლებოდა პენსიების ზრდა, უფრო ყურადღებით რომ ყოფილიყო მთავრობა და პრიორიტეტები სწორად დაესახა.


- რუსეთ-თურქეთს შორის არსებული დაძაბულობის კიდევ უფრო ესკალაცია თუა მოსალოდნელი და საქართველოზე რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან?

 

- ნებისმიერ შემთხვევაში ახლო აღმოსავლეთის მოვლენები საქართველოსთვის სერიოზული საფრთხის შემცველია. სიტუაცია მარტივად არ დალაგდება. თუმცა, მიუხედავად თვითმფრინავის ჩამოგდებისა, არა მგონია, რუსეთ-თურქეთს შორის ძალისმიერი დაპირიპირება მოხდეს, რადგან ეს ფეთქებადსაშიშია და ეს არცერთ მხარეს არ აწყობს. ყველაზე საშიში, რასაც მე ვხედავ, არის ქართული საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის განწყობა; ის თავზეხელაღბული შეურაცხყოფები ერთი მხარის მხრიდან მეორის მისამართით, რომ ჩვენ თურქეთს მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ, რომ თურქეთი NATO-ს წევრია და ევროპული ქვეყანაა. როცა ამას ამბობ, ნიშნავს იმას, რომ ხარ ჩამოყალიბებული იდიოტი და არ გესმის არაფერი, არ გესმის ნეოოსმანიზმის პოლიტიკა, რასაც ჩვენი მეზობელი ქვეყანა ატარებს და ასევე არ გესმის ის უზარმაზარი მომაკვდინებელი საფრთხე, რაც ორი უზარმაზარი სახელმწიფოს ერთმანეთთან დაჯახებას შეიძლება მოჰყვეს. ერთთან მიბმული ხარ იმპორტით - მართალია, თურქეთიდან შემოდის უვარგისი საქონელი, მაგრამ შემოგაქვს და აჭმევ საკუთარ ხალხს და რომ ვერ შემოიტანო, კვების პრობლემა შეიქმნება ქვეყანაში. მეორე მიბმულია ექსპორტზე და თუ ომი იქნება, ესეც გართულდება. წმინდა პრაგმატული თვალსაზრისით, ომი არ აწყობს საქართველოს, მაგრამ ყოფილი ხელისუფლების და მასთან სიახლოვეს მყოფი ჯგუფები მგონი მზად არიან, დიდი სისხლისღვრა გაჩაღდეს და ფიქრობენ, რომ ამით საქართველო მოიგებს. ისინი იდიოტურ რამეებს ამბობენ, რომელსაც სერიოზულ პოლიტიკასთან არაფერი აქვს საერთო. ეს ხალხი საკუთარი ფინანსური შემოსავლების დაკარგვის საფრთხის გამო მზად არის შავი გაათეთროს და ქვეყანა უბედურებაში გადააგდოს, მაგრამ ვფიქრობ, ეს არ გამოუვათ.


- ტერორიზმის საფრთხეები რამდენად რეალურია, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მუქარის შემცველი ვიდეო გავრცელდა საქართველოს მისამართით? როგორ შეაფასებთ ხელისუფლების პოლიტიკას?


- ეს მუქარები არ შეიძლება იქნას იგნორირებული და არ შეიძლება მათი უყურადღებოდ დატოვება. შესაძლოა, ამ წუთში პირდაპირი საფრთხე არ არსებობდეს, მაგრამ იმის კვალობაზე, თუ როგორ განვითარდება „ისლამური სახელმწიფოს" მომავალი, ეს შესაძლოა, ძალიან სერიოზულ საფრთხედ იქცეს. მაშინ ჩვენი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, შესაძლოა, ტრაგედიად დაუბრუნდეს ქვეყანას, ამიტომ ეს მარტივი საკითხი არაა. დარწმუნებული ვარ, პროგრესული სამყარო მიხვდა იმ უზარმაზარ საფრთხეს, რომელსაც ახლო აღმოსავლეთი შეიცავს. ალბათ, კოორდინაცია მოხდება - მარტო აღებული ვერცერთი სახელმწიფო ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, ამისთვის საჭიროა დიდი კოალიცია ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებრივი მოწყობა, თუ სად შეიძლება გაივლოს იმ სახელმწიფოების საზღვრები, რომლებიც დღეს არ არსებობენ. საქართველოს ხელისუფლება არ აქტიურობს და სწორადაც იქცევა, რადგან ეს არ არის ჩვენი ბრძოლა. ჩვენ უნდა დაველოდოთ დიდი ქვეყნების შეთანხმებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ რეგიონული კონფლიქტი დაიწყება, საქართველოს მხსნელი ვერც NATO და ვერც რომელიმე ცალკე სახელმწიფო ვერ იქნება. საქართველო, უბრალოდ, განწირულია დიდ რეგიონულ დაპირისპირებაში, ამიტომ ჩვენი ერთადერთი მიზანია, ხელი შევუწყოთ დიდ ქვეყნებს ერთმანეთთან თანამშრომლობაში და ჩვენც ამ პოზიციაზე ვიყოთ. თუ „ისლამური სახელმწიფოს" იდეა გაიმარჯვებს, მაშინ ეს უბედურებას მოუტანს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს. საქართველო ერთი პატარა განწირული ქვეყანა იქნება ამ უბედურებაში.


- ახალი მთავარი პროკურორის შესახებ რას იტყვით? როგორ ფიქრობთ, ირაკლი შოთაძე როგორ მართავს ამ უწყებას?


- ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გრძნობს ეს ადამიანი პიროვნულად იმ პასუხისმგებლობას, რომელიც სრულიად ახალგაზრდა ასაკში ერგო. ერთი მხრივ, დიდი პატივია, იყო ქვეყნის მთავარი პროკურორი. რამდენად ეყოფა შოთაძეს შინაგანი კულტურა, პასუხისმგებლობა ქვეყნის, საზოგადოების, საკუთარი ოჯახის წინაშე, რამდენად იქნება კანონის ფარგლებში მოქმედი და არა პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელი, ეს ყოველივე განაპირობებს მის მომავალს. მე ვისურვებდი, მან წარმატებას მიაღწიოს. თუ გაუმართლა, შესაძლოა, ხანგრძლივი დროის განავლობაში იყოს უნიკალური კადრი. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016