reportiori.ge - „გაუგებრობა იყო, რომელიც ჩვენს ოჯახებშივე მოგვარდა“, - გიგი გაჩეჩილაძე „ცეკვავენ ვარსკვლავების“ შესახებ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:16
ინტერვიუ
„გაუგებრობა იყო, რომელიც ჩვენს ოჯახებშივე მოგვარდა“, - გიგი გაჩეჩილაძე „ცეკვავენ ვარსკვლავების“ შესახებ
07 დეკემბერი, 2015. 18:57



„რეპორტიორის" სტუმარია მოცეკვავე, ქორეოგრაფი და სტუდია „თელას" დირექტორი გიგი გაჩეჩილაძე. რა სასიკეთო ძვრები და ცვლილებებია საცეკვაო სამყაროში, ინტერვიუდან შეიტყობთ.



- რამდენად შეიცვალა თქვენი ცხოვრება საქართველოს სპორტული ცეკვების ფედერაციის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ?

 

- შეიცვალა იმ გაგებით, რომ გამოიკვეთა ახალი პრიორიტეტები და მოხდა ძირეული ცვლილებები. ჩემი ცხოვრება მხოლოდ დადებითისკენ შეიცვალა, რადგან მეტი პასუხისმგებლობა დამეკისრა, ვიდრე მოცეკვავეობის პერიოდში მქონდა.


- შეუწყო თუ არა ხელი პროექტმა „ცეკვავენ ვარსკვლავები" საქართველოში სამეჯლისო ცეკვების პოპულარიზაციას?

 

- რა თქმა უნდა, დიდად შეუწყო ხელი. მოცეკვავეები ამ პროექტს ვუმადლით, რომ საზოგადოებამ ამ კუთხით გაგვიცნო და უფრო მაღალ დონეზე აგვიყვანა.


- რა არის თქვენს კარიერაში ყველაზე დიდი მიღწევა?

 

- ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა გამიჭირდება. ალბათ მაინც ტეხასის შტატის ჩემპიონობას, სადაც გამორჩეულად ძლიერი მოცეკვავეები გამოდიან.


- გაჩეჩილაძეების საცეკვაო დინასტიის წარმომადგენელს ოდესმე სხვა პროფესიაზე თუ გიფიქრიათ?

 

- მხოლოდ 9-10 წლის ასაკამდე, როდესაც ფეხბურთზე დავდიოდი. მერე ამერიკაშიც წავედი 6 წლით და სხვა სფეროზე აღარც მიფიქრია.


- როგორი შედეგები აქვთ ქართველ მოცეკვავეებს საერთაშორისო რანგის ტურნირებში?

 

- არის წარმატებები სხვადასხვა ტურნირებში, აშკარად წინ მივდივართ, მაგრამ სერიოზულ წარმატებამდე ჯერ ბევრი გვიკლია.

 

მამაჩემის დამსახურებაა ზოგადად ამ სფეროს აღორძინება საქართველოში, ხოლო „თელას" დღევანდელ წარმატებებში ჩემს წვლილსაც ვხედავ.


- „ცეკვავენ ვარსკვლავების" მხოლოდ ორ სეზონში მიიღეთ მონაწილეობა-რა გითხრეს პროექტის ავტორებმა?

 

- პირადად მე ამ პროექტში მხოლოდ სამეჯლისო ცეკვების პოპულარიზაციის მიზნით ჩავრთე. ყველას გვინდოდა, დაგვემტკიცებინა, რომ სამეჯლისო ცეკვა არის უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ, ცეკვა. ვფიქრობ, ორ სეზონში მონაწილეობით ამ სფეროს პოპულარიზაციას ხელი მეც შევუწყვე და ჩემი მხრიდან მეტი აღარ იყო საჭირო.


- „ცეკვავენ ვარსკვლავების" განვლილი ხუთი სეზონიდან ვის თვლით ყველაზე სამართლიან გამარჯვებულად ან ვინ დაიჩაგრა თქვენი აზრით...

 

- ყველაზე სამართლიან გამარჯვებულად - სამორი ბალდეს. დაჩაგრული ცუდი სიტყვაა, მაგრამ ალბათ ნუცა ბუზალაძე და რატი გაჩეჩილაძე დაიჩაგრნენ.


- მესამე სეზონის დაწყების წინ თქვენი უმცროსი ძმა რატი დიდწილად გოჩა ჩერტკოევის გამო დაიბლოკა. სწორედ ამის შემდეგ გავრცელდა ხმები თქვენ ოჯახსა და გოჩას შორის კონფლიქტის არსებობის შესახებ. ამაზე რას გვეტყვით?

 

- კონფლიქტს ნამდვილად ვერ დავარქმევდი. იყო პატარა გაუგებრობა, რომელიც ჩვენს ოჯახებშივე მოგვარდა. გოჩამ აგვიხსნა, რომ ეს ისევ და ისევ რატისთვის გააკეთა, რათა ხალხს ზედმეტი მიკერძოება არ შეემჩნია.


- რას ურჩევდით დამწყებ მოცეკვავეებს, რომლებიც ამ სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამენ?

 

- პირველ რიგში ვურჩევდი, რომ იცოდნენ წაგებისა და მოგების ფასი, ერთი მარცხის შემთხვევაში ყურები არ ჩამოყარონ და დასახული მიზნისათვის ბოლომდე იბრძოლონ.


გიგი გაჩეჩილაძე 3 დეკემბერს ბარსელონის საერთაშორისო ტურნირზე გაემზავრა სამსაჯოდ, სადაც ქართველი მოცეკვავეებიც მონაწილეობენ. იმედია, სტუდია „თელა" ამჯერადაც არ გაგვაწბილებს და მორიგ წარმატებას მოუტანს საქართველოს ამ სფეროში.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016