reportiori.ge - თემურ ჭკუასელი: ბატონი ბიძინა გამოიყენებს ყველა რესურსს, რათა კოალიციამ მიიღოს საჭირო რაოდენობის ხმები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:53
ინტერვიუ
თემურ ჭკუასელი: ბატონი ბიძინა გამოიყენებს ყველა რესურსს, რათა კოალიციამ მიიღოს საჭირო რაოდენობის ხმები
07 დეკემბერი, 2015. 19:20


 

 

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნება, ახალი სახეები მმართველ გუნდში, შს სამინისტროს ახალი ინიციატივები - ამ საკითხებზე „რეპორტიორს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თემურ ჭკუასელი ესაუბრა:

 

- ბატონმა ბიძინამ თავად თქვა, რომ აპირებს, აქტიურად ჩაერთოს მომავალ არჩევნებში, რომ გამოიყენებს ყველა საჭირო რესურსს, ნდობის რესურსით დაწყებული, რაც კიდევ სჭირდება საარჩევნო კამპანიას, რათა კოალიციამ მიიღოს საჭირო რაოდენობის ხმები; გაგრძელდეს ყველა დაწყებული პროცესი და შუა გზაზე არ იქნას მიტოვებული. არსად არ მიდის ბატონი ბიძინა, ისევ იქნება ჩვენი კოალიციის მხარდამჭერი და, ალბათ, ლიდერიც.

 

- მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, „ქართულ ოცნებაში" ახალი სახეების გამოჩენასთან დაკავშირებით. რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს? თუ მიმდინარეობს მოლაპარაკებები კონკრეტულ პიროვნებებთან?


- ახალი სახეების გარეშე წარმოუდგენელია, დარწმუნებული ვარ, ახალი სახეები გამოჩნდებიან. აქცენტი გაკეთდება იმ ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ, პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთონ, აქვთ იდეები, შესაბამისი განათლება, შეუძლიათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ საკანონმდებლო საქმიანობაში. წინასწარ იმის თქმა, ვინ იქნება პარტიული სიის ათეულში, ალბათ ნაადრევია, ამაზე ჯერჯერობით საუბარი არც ყოფილა.


- რას ფიქრობთ შს სამინისტროს ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვას და მართვის მოწმობის მფლობელისთვის 100 ქულის მინიჭებას.

 

- ძალიან ხშირად მიწევს მოძრაობა მანქანით, ძალიან გართულებულია გადაადგილება. მიმაჩნია, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვა სწორი გადაწყვეტილება იქნება. რაც შეეხება 100 ქულის მინიჭებას, იმ მიზეზის გამო, რომ არ ვიცი, რა შედეგს გამოიღებს, ვერაფერს ვიტყვი. ჩემი აზრით, ჯერ უმჯობესია, საპილოტოდ გამოიყოს დრო და შემდეგ იქნას მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.

 

- ახალი მთავარი პროკურორი ჰყავს ქვეყანას. როგორი თქვენი დამოკიდებულება ირაკლი შოთაძის მიმართ?


- ძალიან საინტერესო შთაბეჭდილება დატოვა. ვესაუბრეთ ყველაფერზე, რაც ჩვენ გვაწუხებს, რაც საზოგადოების პრობლემაა. პირად საუბრებშიც, მან მზადყოფნა გამოთქვა, ყურადღება მიაქციოს და გადაჭრას საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემები სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით. ენერგიული ადამიანია, ვნახოთ, დრო აჩვენებს ყველაფერს. მე პირადად მის მიმართ ძალიან დადებითად ვარ განწყობილი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016