საერთაშორისო ასოციაციამ „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ხარაგაულში მორიგი საქველმოქმედო აქცია განახორციელა.
მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის" ინიციატივით ასოციაციამ ხარაგაულში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ 69 ოჯახს ტანსაცმელი გადასცა.
25 ნოემბერს ასოციაციის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა იზა ვეფხვაძემ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა ნანა კიკნაძემ, „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის" ხელმძღვანელმა ეკა შავიძემ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ტანსაცმელი პირადად გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ ასოციაციას „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებს უკვე 23 წელია ახორციელებს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა მადლიერებას გამოხატავს აღნიშნული ორგანიზაციისა და მისი ხელმძღვანელის მაია კვეზერელი-კოპაძის მიმართ იმ ქველმოქმედებისათვის, რასაც ხარაგაულში ახორციელებენ.