reportiori.ge - რას ნიშნავს „უკონტაქტო პატრულირება“ და რამდენი ქულა ჩამოგაკლდებათ ერთ დარღვევაზე - არჩილ თალაკვაძე განმარტავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 17:32
პრეს-დაიჯესტი
რას ნიშნავს „უკონტაქტო პატრულირება“ და რამდენი ქულა ჩამოგაკლდებათ ერთ დარღვევაზე - არჩილ თალაკვაძე განმარტავს
ავტორი:
08 დეკემბერი, 2015. 15:15


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე „მთელ კვირასთან" საუბრისას საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებით უწყების მიერ შემოღებულ ახალ რეგულაციებზე განმარტებას აკეთებს. არჩილ თალაკვაძის თქმით, მართვის მოწმობასთან დაკავშირებით შემოღებულ ქულათა სისტემაზე, ქულების ჩამოკლება მხოლოდ პატრულის მიერ უშუალო დაჯარიმების შემდეგ მოხდება:


„ქულები აკლდება მძღოლს, რომელიც პატრულმა უშუალოდ დააჯარიმა. მანქანის მეპატრონეს არავითარ შემთხვევაში არ ეხება. ასევე ქულების ჩამოკლება არ ხდება ვიდეოჯარიმების შემთხვევაში. ყველა მართვის მოწმობას წლიურად დაერიცხება 100 ქულა, ხოლო ყველა დარღვევას ექნება მინიჭებული კოეფიციენტი - 3, 5, 10 ან 25 ქულა. გააჩნია, რამდენად მძიმე და სახიფათო დარღვევაა. დაჯარიმების პარალელურად მძღოლს ქულა ავტომატურად ჩამოაკლდება. ხოლო, თუ იმდენჯერ არღვევს და თან ისე სახიფათოდ, რომ 100 ქულა წელწადში არ ჰყოფნის, კარგავს მართვის მოწმობას და თავიდან უწევს მისი აღება, და თეორიული და პრაქტიკული გამოცდების თავიდან ჩაბარება", - აცხადებს თალაკვაძე.


მინისტრის მოადგილე განმარტებას „უკონტაქტო პატრულირების" შესახებაც აკეთებს, როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, „უკონტაქტო პატრულირებისას" დაჯარიმება ვიდეოჯარიმების ანალოგიურად იმოქმედებს და ამ შემთხვევაში, რადგან მძღოლთან უშუალო კონტაქტი არ ხდება, დაჯარიმდება ავტომანქანის მფლობელი და არა უშუალოდ მძღოლი, თუმცა, ამ შემთხვევაში ქულების ჩამოკლება არ მოხდება:


„უკონტაქტო პატრულირება" ნიშნავს, რომ დარღვევას არა მხოლოდ საპატრულო პოლიციის მანქანა დააფიქსირებს, არამედ მის აღრიცხვას სპეციალური, მაღალი სიზუსტის რეგისტრატორებით სამოქალაქო მანქანებში მყოფი პოლიციელები, უბრალო მოქალაქეები და მოხალისეებიც შეძლებენ, რომლებიც ამ დარღვევებით წუხდებიან.

 

ეს სისტემა იმუშავებს ვიდეოჯარიმების ანალოგიურად. თუ არ ეთანხმებით, თქვენ ნახავთ ჩანაწერს. იქნება სამართლიანი და დოკუმენტირებული მიდგომა. რეგისტრატორები, რომლთაც გამოვიყენებთ, აღრიცხავს დროს და ადგილს სატელიტური კავშირით და უზუსტობას გამორიცხავს.

 

რა შედეგს მივიღებთ? - იმას, რაც ასე მოგვწონს ევროპაში: შეიძლება, პოლიცია ადგილზე არ ჩანს, თუმცა, წესებს იცავს ყველა და ყოველთვის. რატომ? იმიტომ, რომ ყველამ იცის, დარღვევას არა მხოლოდ პატრული, არამედ ქალაქში არსებული ვიდეოკამერები, რეგისტრატორები და მოქალაქეებიც აკვირდებიან „უკონტაქტოდ" და უპრობლემოდ აფიქსირებენ ისე, რომ დამრღვევთან კონტაქტში ან კონფლიქტში არ შედიან. დღეს როგორც არის ვიდეოჯარიმის შემთხვევაში, „უკონტაქტო პატრულირებაც" ანალოგიურად მოხდება. დიახ, ეს შეეხება ავტომანქანას. თუმცა, მფლობელს შეუძლია გადაამოწმოს დრო და ადგილი, როცა მისი ავტომობილი დაჯარიმდა", - აღნიშნავს არჩილ თალაკვაძე.




წყარო „რეზონანსი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016