reportiori.ge - გოგლა ჟვანია: ექსპერტების ოფიციალური დასკვნით, ზურას, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 19:00
პრეს-დაიჯესტი
გოგლა ჟვანია: ექსპერტების ოფიციალური დასკვნით, ზურას, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანება
ავტორი:
08 დეკემბერი, 2015. 16:08


„FBI-ის დასკვნის ექსპერიმენტული ნაწილი უმნიშვნელოვანესია", - ამბობს ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია. მისი თქმით, ის ადასტურებს, რომ უბედური შემთხვევა არ მომხდარა. თუმცა ჟვანიას თქმით, დასკვნის შეფასებით ნაწილში ორაზროვანი ფრაზებია. „ვფიქრობ, მთავარი მაინც ექსპერიმენტული ნაწილია. ამ დასკვნაში შავით თეთრზე წერია - სანამ ექსპერიმენტი დაიწყებოდა, დაათვალიერეს გამათბობელი და მასზე ვერ აღმოაჩინეს მურის კვალი, რაც არასრული წვის მანიშნებელი იქნებოდა. არადა, CO სწორედ არასრული წვის პროდუქტია!" - განაცხადა ჟვანიამ.

 

მისი თქმით, ამას გარდა, საქმეში მნიშვნელოვანი მოწმეებიც არსებობენ.


„ერთ-ერთი სიახლე ისიც არის, რომ აღმოჩნდა ფირი, სადაც ზურასთვის თავის არეში მიყენებული დაზიანებები ჩანს. ეს ფირი განადგურებას შემთხვევით გადაურჩა, რადგან უამრავ მასალას შორის მას კარგად არ დააკვირდნენ. ის გადაიღო შსს-ს ოპერატორმა, რომელიც ცოცხალი მოწმეა. შედგა მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც უკვე საქმეშია ჩაკერებული. ცხადია, წინა ხელისუფლების დროს არც ეს ფირი და არც შესაბამისი დოკუმენტი საქმეში არ იყო. ამ ფირზე კარგად ჩანს ტრეპანაციისას ძვლის ქვეშ არსებული დაზიანებები, ტვინის გარსზე სისხლჩაქცევები და სხვა. ექსპერტებმა ნახეს ფირი და ოფიციალური დასკვნაც დაწერეს, სადაც წერია, რომ ზურას, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანება", - განაცხადა ჟვანიამ.

 

 

წყარო: გაზეთი „კვირის პალიტრა"

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016