reportiori.ge - ალექსანდრე ბარამიძე: ბოლომდე არ არის აღმოფხვრილი ტრადიცია, როცა სამართლდამცავ ორგანოსთან თანამშრომლობა სამარცხვინო საქმედ ითვლება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 13:33
სამართალი
ალექსანდრე ბარამიძე: ბოლომდე არ არის აღმოფხვრილი ტრადიცია, როცა სამართლდამცავ ორგანოსთან თანამშრომლობა სამარცხვინო საქმედ ითვლება
ავტორი:
08 დეკემბერი, 2015. 18:04


იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის ალექსანდრე ბარამიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, მოწმის დაკითხვის წესთან დაკავშირებით ინიცირებული პროექტის წარდგენისას განაცხადა, რომ ბოლომდე არ არის აღმოფხვრილი ტრადიცია, როცა სამართლდამცავ ორგანოსთან თანამშრომლობა სამარცხვინო საქმედ ითვლება.



დღევანდელი ცვლილებები რომ არ ყოფილიყო წარმოდგენილი, იქნებოდა ვითარება, როდესაც სამართალდამცავ ორგანოებს დანაშაულის შემსწრე პირისგან რაიმე ინფორმაციის მოპოვების არავითარი ბერკეტი არ ექნებოდა - პირი ჩვენებას ნებაყოფლობით თუ მისცემდა, ხომ კარგი, თუ არა და, არავითარი სხვა საშუალება არ იქნებოდა. როდესაც კანონმდებლობაზე მუშაობ, მხედველობაში უნდა მიიღო ქვეყნის კონტექსტი, ტრადიციები - ზოგჯერ კარგი და ზოგჯერ, არცთუ კარგი. ჩვენ ვიმყოფებით ქვეყნაში, სადაც პოლიციასთან და ზოგადად, სამართლდამცავ ორგანოსთან თანამშრომლობა ათწლეულების განმავლობაში სამარცხვინოდ, დასაძრახ საქმედ ითვლებოდა. რა ერქვა ამას ქუჩის ენაზე, საკანონმდებლო ორგანოში არ გავიმეორებ, მაგრამ კარგი რამე არ ერქვა. ეს ტრადიცია საბედნიეროდ ნელ-ნელა იკლებს, მაგრამ ვერავინ დამარწმუნებს, რომ ბოლომდეა აღმოფხვრილი. სტატისტიკა და საგამოძიებო ორგანოების ხელთ არსებული ინფორმაცია სხვა რამეზე მეტყველებს.

არის ცალკეული სისხლის სამართლის საქმეები, როდესაც საგამოძიებო ორგანოებისთვის ინფორმაციის მიცემა არავის სურს.

როდესაც რომელიმე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებასთან თანამშრომლობა ნულის ტოლია, ჩნდება კითხვა, საიდან უნდა მოიპოვოს ინფორმაცია საგამოძიებო ორგანომ? მტკიცებულებები მხოლოდ მოწმის ჩვენებით და ადამიანის მიერ მიცემული ინფორმაციით არ ამოიწურება, მაგრამ ცოცხალი ადამიანის ჩვენება და მის მიერ მიცემული ინფორმაცია, სხვა რამ არის. აქედან გამომდინარე, საგამოძიებო ორგანოებისთვის მთლიანად მოსპობა შესაძლებლობისა, რომ როდესაც ვიღაცას ინფორმაციის ნებაყოფლობით მიცემა არ უნდა, მისგან ინფორმაცია იძულების წესით, ოღონდ სათანადო სამართლებრივი პროცედურის დაცვით იყოს მოპოვებული, ამის გამორიცხვა ძალიან სარისკო იქნებოდა", - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.



მოწმის დაკითხვის წესთან დაკავშირებით „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ერთის მხრივ, პირს არ ექნება ვალდებულება, გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოებში და გამომძიებელს, პოლიციელს ჩვენება მისცეს. ამის სანაცვლოდ, ე.წ. გამოკითხვის ინსტიტუტი ამოქმედდება - როდესაც პირი, საკუთარი სურვლის შემთხვევაში, უფლებამოსილია, საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელს ინფორმაცია მისცეს, მაგრამ ინფორმაციის მიცემის ვალდებულება არ ექნება. ამასთან, თუკი გამომძიებელს, პროკურორს აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა მომხდარი დანაშაულის შესახებ იცის, მაგრამ ამის მიუხედავად, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და გამოკითხვაზე უარს ამბობს, პროკურორის, გამომძიებლის შუამდგომლობით, ასეთი პირი შეიძლება მაგისტრატ მოსამართლესთან დაიკითხოს. ასეთ შემთხვევაში მოწმე ვალდებულია, სასამართლო სხდომაზე გამოცხადდეს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016