reportiori.ge - სასამართლომ დავით ალავიძესა და ალექსი თაბუაშვილს პატიმრობა შეუფარდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 12:45
სამართალი
სასამართლომ დავით ალავიძესა და ალექსი თაბუაშვილს პატიმრობა შეუფარდა
ავტორი:
08 დეკემბერი, 2015. 18:08


თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა და ააიპ ,,თბილისის  განვითარების ფონდის'' კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულ პირებს დავით ალავიძესა და ალექსი თაბუაშვილს აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობით შეუცვალა.

 

„2013 წლის 26  ივლისს, თბილისის მერის ყოფილ მოადგილეს დავით  ალავიძესა და თბილისის მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს ალექსი თაბუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 - 10 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა, რაც სხვა ვალდებულებებთან ერთად, ბრალდებულების სასამართლოში გამოცხადების გარანტი უნდა ყოფილიყო. აღნიშნულმა პირებმა დაარღვიეს  გირაოს პირობები და მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, თავი აარიდეს სასამართლოში გამოცხადებას. საქართველოს  მთავარმა  პროკურატურამ  მიიღო გადაწყვეტილება და იშუამდგომლა მოსამართლის  წინაშე  დავით ალავიძისა და ალექსი თაბუაშვილისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის  შეფარდების თაობაზე.

 

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დავით ალავიძესა და ალექსი თაბუაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება წარედგინათ 2013 წლის 27 ივნისს. მათ ბრალად ედებათ 2011-2012 წლებში, ქ. თბილისის მერთან გიორგი უგულავასთან ერთად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ააიპ ,,თბილისის განვითარების ფონდის'' კუთვნილი დიდი  ოდენობით  48 900 822 ლარის  მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა.

 

ვინაიდან, დავით ალავიძე და ალექსი თაბუაშვილი დღემდე თავს არიდებენ სასამართლოში გამოცხადებას და იმყოფებიან მიმალვაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების დაცვით, მათ მიმართ გამოცხადდება ძებნა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016