reportiori.ge - "სოლომონი" - თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საუკეთესო მხატვრული ფილმი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:44
კულტურა
"სოლომონი" - თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საუკეთესო მხატვრული ფილმი
ავტორი:
08 დეკემბერი, 2015. 18:34


ქართველი კინორეჟისორის ზაზა ხალვაშის ფილმი "სოლომონი" თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საუკეთესო მხატვრულ ფილმად დასახელდა.


ფილმი ოგვითხრობს უცნობ, ნიჭიერ მუსიკოსზე, რომელიც ცდილობს თავისი შემოქმედებით პოსტ-საბჭოთა საქართველოს ერთ-ერთ პროვინციულ, შავიზღვისპირა ქალაქში ადგილი დაიმკვიდროს.


ფილმი ბათუმის საავტორო ფილმების დამოუკიდებელი სტუდია BIAFF-ის და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითაა გადაღებული.


როგორც ზაზა ხალვაში „რეპორტიორთან" საუბრისას ამბობს, ფილმი „ფილმი ახლა იწყებს  მოგზაურობას".


„ფილმში სოლომონ მახარაძე მთავარ როლს თამაშობს. ის ფილმის პრემიერამდე რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვალა. ფილმი ეძღვნება ბათუმელ ფოტოგრაფს, რომელმაც გასული საუკუნის 70-იან წლებში თავისი შავ-თეთრი ფოტოებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ფილმს ფოტოგრაფ სოლომონ შენგელიას საპატივცემულოდ დავარქვით "სოლომონი", ხოლო ბედის ირონიით, მთავარი გმირის შემსრულებელიც სოლომონი (მახარაძე) აღმოჩნდა.

 

 

ამხელა ჯილდო, რომელიც ამ სურათმა მიიღო მოულოდნელი იყო. ეს იყო დამოუკიდებელი კინოსადმი მხარდაჭერა", - აცხადებს ხალვაში.



9 დეკემბერს, ოთხშაბათს თეატრალური ინსტიტუტის კინოკლუბში ფილმის ჩვენება იგეგმება.



თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები:


"ოქროს პრომეთე" საუკეთესო ფილმისთვის - "სამშობლო" (სენემ თიუზენი)


"ვერცხლის პრომეთე" საუკეთესო რეჟისორი - იონას კაპრინიანო (ხმელთაშუაზღვისპირეთი)



ეროვნული კონკურსი - პრომეთე საუკეთესო მოკლემეტრჟიანი ფილმისთვის - "მექელეხე" (თორნიკე ბზიავა)


ეროვნული კონკურსი - პრომეთე საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის - "სოლომონი" (ზაზა ხალვაში)


ეროვნული კონკურსი - პრომეთე საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის - "როცა დედამიწა მსუბუქია" (სალომემაჩაიძე, თამუნა ქარუმიძე, დავით მესხი)


"პრომეთე" მსოფლიო კინოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - ჰარუთიუნ ხაჩატრიანი და ლანა ღოღობერიძე



 

 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016