reportiori.ge - თემურ ქეცბაია: ქართული ფეხბურთი ისეთ მდგომარეობაშია, ძნელია წარმატებაზე ფიქრი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 19:19
პრეს-დაიჯესტი
თემურ ქეცბაია: ქართული ფეხბურთი ისეთ მდგომარეობაშია, ძნელია წარმატებაზე ფიქრი
ავტორი:
08 დეკემბერი, 2015. 19:05


„სამწუხაროდ, ქართული ფეხბურთი ისეთ მდგომარეობაშია, ძნელია წარმატებაზე ფიქრი", - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ „კვირის პალიტრას" განუცხადა.


ნანობს თუ არა, რომ საქართველოს ნაკრების გაწვრთნას დათანხმდა, ქეცბაია პასუხობს:


„არა, რადგან თავიდანვე ვიცოდი, სად მივდიოდი და როგორი რთული საქმე მელოდა... ჩვენც, ფეხბურთელებსაც, ჩვენს გარეშემო მყოფებსაც ძალა არ დაგვიშურებია და რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ ნაკრებისთვის, უკეთესობისკენაც შეიცვალა რაღაცები, მაგრამ... სამწუხაროდ, ქართული ფეხბურთი ისეთ მდგომარეობაშია, ძნელია წარმატებაზე ფიქრი. თუ შევადარებთ, როგორ ვითარებაში ჩავიბარეთ გუნდი, ფაქტია, რომ გაცილებით მეტი შევძელით, ვიდრე ჩვენმა წინამორბედებმა. ამ ტენდენციას ჩვენი შემცვლელებიც გააგრძელებენ თუ არა, დრო გვიჩვენებს! მეც ძალიან მწყდება გული, ყველა გეგმა რომ ვერ განვახორციელეთ, ქომაგს იმედი გავუცრუეთ, მაგრამ სურვილი ერთია და შესაძლებლობა - მეორე!" - განაცხადა ქეცბაიამ.


 

წყარო: გაზეთი „კვირის პალიტრა"

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016