reportiori.ge - გოგლა ჟვანია: სავარაუდოდ, ზურაბ ჟვანიას თავის არეში ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 19:41
პრეს-დაიჯესტი
გოგლა ჟვანია: სავარაუდოდ, ზურაბ ჟვანიას თავის არეში ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანება
ავტორი:
09 დეკემბერი, 2015. 03:22


„FBI- დასკვნის ექსპერიმენტული ნაწილი უმნიშვნელოვანესია. ის ადასტურებს, რომ იქ უბედური შემთხვევა არ მომხდარა. შეფასებით ნაწილში კი ორაზროვანი ფრაზებია. ვფიქრობ, მთავარი მაინც ექსპერიმენტული ნაწილია. ამ დასკვნაში შავით თეთრზე წერია - სანამ ექსპერიმენტი დაიწყებოდა, დაათვალიერეს გამათბობელი და მასზე ვერ აღმოაჩინეს მურის კვალი, რაც არასრული წვის მანიშნებელი იქნებოდა. არადა, CO სწორედ არასრული წვის პროდუქტია!"- აცხადებს ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია „კვირის პალიტრასთან" სუბარში. გოგლა ჟვანიას განცხადებით, გამოძიების მსვლელობის დროს ახალი მტკიცებულებები გამოჩნდა, რომელიც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მიზეზს ფუნდამენტურად ცვლის.


ცხადია, მნიშვნელოვანი მოწმეებიც­ არსებობენ. ერთ-ერთი სიახლე ისიც არის, რომ აღმოჩნდა ფირი, სადაც ზურასთვის თავის არეში მიყენებული დაზიანებები ჩანს. ეს ფირი განადგურებას შემთხვევით გადაურჩა, რადგან უამრავ მასალას­ შორის მას კარგად არ დააკვირდნენ. ის გადაიღო შსს- ოპერატორმა, რომელიც ცოცხალი მოწმეა. შედგა მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც უკვე საქმეშია ჩაკერებული. ცხადია, წინა ხელისუფლების დროს არც ეს ფირი და არც შესაბამისი დოკუმენტი საქმეში არ იყო. ამ ფირზე კარგად ჩანს ტრეპანაციისას ძვლის ქვეშ არსებული დაზიანებები, ტვინის გარსზე სისხლჩაქცევები და სხვ. ექსპერტებმა ნახეს ფირი და ოფიციალური დასკვნაც დაწერეს.

დასკვნაში წერია, რომ ზურას, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანება."- აცხადებს გოგლა ჟვანია. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016