reportiori.ge - მთავარი პროკურორის მოადგილე: ალეკო ელისაშვილის განცხადება არის სრული სიცრუე!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 12:24
სამართალი
მთავარი პროკურორის მოადგილე: ალეკო ელისაშვილის განცხადება არის სრული სიცრუე!
ავტორი:
09 დეკემბერი, 2015. 12:14



მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე სიცრუეს უწოდებს შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადებას, სადაც ელისაშვილი საუბრობდა, რომ მას და ყოფილ მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილს იმ პოლიტიკოსების სახელები და გვარები მიაწოდა, რომლებიც კონკრეტული პატიმრების შეწყალებით არიან დაინტერესებულნი.


„ალეკო ელისაშვილის განცხადება არის სრული სიცრუე. მე მას მართლაც შევხდი, თუმცა ეს ეხებოდა მისი სკოლის მასწავლებელს თუ დირექტორს, რომელიც ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეში იყო დაზარალებული და პროკურატურისგან კუთვნილი თანხის დაბრუნებაში ითხოვდა დახმარებას. ამ შეხვედრას ესწრებოდა იმ რაიონის პროკურორიც, რომელიც აღნიშნულ საქმეზე ახორციელებდა ზედამხედველობას. ასევე ესწრებოდა ჩვენი სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. გუშინაც ვესაუბრე გიორგი ბადაშვილს. სხვა შეხვედრა ჩვენ მასთან არ გვქონია და შესაბამისად, მისი განცხადებები, რომ მოგვაწოდა რაიმე ინფორმაცია კონკრეტული სახელებისა და გვარების შესახებ, ან იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც თავად საუბრობს, არის სიცრუე", - განაცხადა გოგაძემ.


ალეკო ელისაშვილის მტკიცებით, „ქართული ოცნების" ზოგიერთი მაღალჩინოსანი კონკრეტული პატიმრების შეწყალებით არის დაინტერესებული, რის გამოც ისინი შეწყალების კომისიის თავმჯდომაროების პერიოდში მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ.


ალეკო ელისაშვილის განცხადების საფუძველზე დაწყებულია გამოძიება, რომელიც 339-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, ზეგავლენით ვაჭრობა მიმდინარეობს.

 

 




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016