რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რიგ ქვეყნებში ფრენების აკრძალვა ტერაქტის განმეორების საფრთხის გამოა შემოღებული.
მედვედევმა ჟურნალისტებთან ახლო აღმოსავლეთში ტერაქტების განმეორების საფრთხეებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ეს გახდა რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების საფუძველი, შეეწყვიტა ტურისტული რეისები ეგვიპტესა და თურქეთში.
„იქიდან გამომდინარე, რა მასშტაბები მიიღო ამ წელს ტერორიზმმა, ასეთი ტერორისტული აქტების გამეორება საჰაერო სივრცეში, სამწუხაროდ, ისევ შესაძლებელია. მხედველობაში მაქვს კონკრეტულად ახლო აღმოსავლეთი", -განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.
მისი თქმით, უცხოეთში დასვენებასა და მოქალაქეების უსაფრთხოებას შორის რუსეთის ხელისუფლებამ არჩევანი საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების სასარგებლოდ გააკეთა და აქედან გამომდინარე აიკრძალა ტურისტული ფრენები თურქეთსა და ეგვიპტეში.