ქობულეთში დასახლებული კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი ქართულ პოლიტიკაში მოსვლას აანონსებს. ვინ იქნებიან მისი პოლიტიკური პარტნიორები და ვისთან არ ითანამშრომლებს ჩერნოვეცკი არასოდეს - ამ საკითხებზე ის „კვირის პალიტრას" ესაუბრა:
„მხოლოდ პატრიოტულ და პროგრესულად განწყობილ, განათლებულ და ჭკვიან მოქალაქეებთან ვიმუშავებ - ადამიანებთან, რომლებსაც პოლიტიკაში ანგარება არ ამოძრავებთ. ვისაც უყვარს ჩვეულებრივი ადამიანები და მათ პრობლემებს ხედავს! განსაკუთრებულ ყურადღებას ახალგაზრდებს მივაქცევთ და პოლიტიკაში ახალ სახეებს მოვიყვანთ! ვინ არიან ჩვენი მტრები? პოლიტიკაში მტრები არ გვყავს და ეს პრინციპულია! ჩვენ ვიბრძოლებთ ძალაუფლებისთვის, მაგრამ ევროპული მეთოდებით, კონკურენტების წინააღმდეგ რაიმე ინტრიგების და პროვოკაციების გარეშე!
არავითარ შემთხვევაში არ ვითანამშრომლებთ პოლიტიკურ მოღალატეებთან - ადამიანებთან, ვინც სხვადასხვა საბაბის გამო ერთი ფრაქციიდან მეორეში გადადიოდა. ასევე მათთან, ვინც ხელისუფლებაში ყოფნისას დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებდა. იმათთან, ვინც ქართველ ხალხში უკანონო ქმედებებით ავრცელებდა შიშს: აქვე ვაცხადებ ჯილდოს 150 000 ლარის ოდენობით, ვინც პოლიციაში მოიყვანს მეგის ქარდავას. ხელისუფლებაში ყოფნისას ის ძარცვავდა ქართველ ხალხს მაღალი ფასებით გაწეულ მომსახურებაზე, როგორც ეს ხდებოდა ნავთობისა და ფარმაცევტულ საკითხებში. პირადად მივცემ ამ თანხას ჩემი ჯიბიდან! ქარდავასნაირ „ჯალათს" არავის ვიცნობ, მაგრამ თუ სახელმწიფო გამაცნობს და მე დავინახავ რეალურ მტკიცებულებებს - სხვების დასაჭერადაც გავცემ თანხებს!" - განაცხადა ჩერნოვეცკიმ.
წყარო: „კვირის პალიტრა"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)