reportiori.ge - მიხეილ ხოდორკოვსკი: ბრალდება ფალსიფიცირებულია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 19:55
მსოფლიო
მიხეილ ხოდორკოვსკი: ბრალდება ფალსიფიცირებულია!
ავტორი:
09 დეკემბერი, 2015. 19:21



„იუკოსის" ყოფილი  ხელმძღვანელი მიხეილ ხოდორკოვსკი ამტკიცებს, რომ მისთვის და მისი კომპანიის თანამშრომლებისთვის წაყენებული ბრალდება ნეფტიუგანსკის მერის მკვლელობასთან კავშირში - ფალსიფიცირებულია. ხოდორკოვსკიმ ამის შესახებ ონლაინ-პრესკონფერენციაზე ისაუბრა.


„ვლადიმირ პეტუხოვის მკვლელობა იმავე წელს გაიხსნა, როცა მოხდა - 1998 წელს. მოძებნეს და დააპატიმრეს შემსრულებლები, თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო, გაათავისუფლეს და შემდეგ მოკლეს", - განაცხადა ხოდორკოვსკიმ.


ხოდორკოვსკი უარყოფს მისი კომპანიის კავშირს მერ პეტუხოვის მკვლელობასთან და ამ ბრალდების მიზეზად თავის პოლიტიკურ აქტიურობას ასახელებს.


„იუკოსის" თანამშრომლების მკვლელობასთან მიბმის ფალსიფიცირება მოხდა 2003 წელს - მას შემდეგ, რაც მე საჯაროდ განვაცხადე ხელისუფლების მაღალ ეშელონებში არსებულ კორუფციაზე", - აღნიშნა ხოდორკოვსკიმ.


ამავე დროს, „იუკოსის" ყოფილი ხელმძღვანელი გამორიცხავს საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობას. „არ ვაპირებ ამ შოუში მონაწილეობის მიღებას", - განაცხადა ხოდორკოვსკიმ და დაუმატა, რომ არ შეუძლია პროგნოზირება, როგორ დასრულდება აღნიშნული გამოძიება.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016