პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა პირადად გასცა ბრძანება რუსეთის თვითმფრინავის ჩამოსაგდებად სირიის საჰაერო სივრცეში. ინფორმაცია "WikiLeaks"-ი აქვეყნებს:
ინფორმაციის თანახმად თურქეთის ლიდერმა ეს ბრძანება ნოემბერში სუ-24-ზე თავდასხმამდე გასცა.
თავდასხმა რუსეთის თვითმფრინავზე უნდა განხორციელებულიყო ოქტომბრის დასაწყისში,როდესაც საჰაერო ოპერაცია ისლამისტების წინააღმდეგ ახალი დაწყებული იყო.
თავის განცხადებაში WikiLeaks ეყრდნობა ინფორმაციას ფუატა ავნისგან.ეს არის ფსევდონიმი ცნობილი თურქი ინსაიდერის ,რომელსაც სამშობლოში ეძახიან ჯულიანო ასანჯს.მან არაერთხელ გამოიცნო ერდოღანის გეგმები.მისი თქმით,თურქეთის ლიდერისათვის ხელსაყრელი იყო ქვეყნის ჩაგდება საომარ ვითარებაში რუსეთის წინააღმდეგ,რაგდან მას "ნატოს"დახმარების იმედი ჰქონდა.ანკარაში LifeNews-ის სპეციალურმა კორესპოდენტმა აღნიშნა ,რომ ფუატა ავნის განცხადებებს დიდი ინტერესით და ყურადღებით კითხულობენ თურქეთის დედაქალაქში.თვით თურქეთის პრეზიდენტს ავნი ეძახის "უღმრთოს"და მომავალ არჩევნებში დამარცხებას უწინასწარმეტყველებს.
მოგახსენებთ რომ 24 ნოემბერს რუსეთის თვითმფრინავი სუ-24 ჩამოაგდო თურქეთის რაკეტამ F-16 სირიის საჰაერო სივრცეში.ერთი პილოტი კონსტანტინე მურახტინი გადარჩა , მეორე პილოტი კი დაცხრილეს , როდესაც იგი ეშვებოდა მიწაზე. გადარჩენის ოპერაციის დროს მოკლული იყო ალექსანდრე პოზინიჩი ,რომელიც ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა.თურქეთის მედიამ გამოქვეყნა ვიდეო მასალა სადაც ჩანს თუ როგორ ესვრიან თურქი ჯარისკაცები ეკიპაჟის ორ წევრს .
წყარო :