reportiori.ge - „კონკრეტული გვარები დავასახელე!“ - ზვიად ქორიძე დაჰკითხეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 12:58
სამართალი
„კონკრეტული გვარები დავასახელე!“ - ზვიად ქორიძე დაჰკითხეს
ავტორი:
10 დეკემბერი, 2015. 10:36


გუშინ ღამით მთავარ პროკურატურაში შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე დაჰკითხეს. ის საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა. ზვიად ქორიძემ დაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ იმ პოლიტიკოსების გვარები დაასახელა, რომლებიც კონკრეტული მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით „არაჯანსაღ აქტიურობას" იჩენენ.

 

„რა თქმა უნდა, კონკრეტული გვარები დავასახელე იმიტომ, რომ გამოძიების დაწყება პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაქვს ინტერესი და მოლოდინი, რომ პროკურატურა ბოლომდე მიიყვანს ამ გამოძიებას და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება დეტალები.

 

ვისაუბრე იმ კონკრეტულ ფაქტებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კომისიაში ალეკო ელისაშვილის თავმჯდომარეობის დროს, როდესაც მე კომისიის წევრი ვიყავი და რომელიც ხდება ამ წელიწადნახევრის განმავლობაშიც, რაც შეწყალების კომისიას მე ვხელმძღვანელობ. ზოგი რამ არის კონკრეტული ფაქტებით გამყარებული, ზოგი მოსაზრებებითა და ფაქტების ლოგიკით, რომელზეც გამოძიებამ უნდა იმუშაოს", - განაცხადა ქორიძემ.


მთავარმა პროკურატურამ ორი დღის წინ ალეკო ელისაშვილის განცხადების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს, გამოძიება დაიწყო. ელისაშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნების" ზოგიერთი მაღალჩინოსანი კონკრეტული პატიმრების შეწყალებით არის დაინტერესებული, რის გამოც ისინი შეწყალების კომისიის თავმჯდომაროების პერიოდში მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016