reportiori.ge - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი დააკავა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 12:52
სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი დააკავა
ავტორი:
10 დეკემბერი, 2015. 10:44


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის რეალიზაციისთვის, ყალბი საგადასახადო დოკუმეტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი - გოდერძი არქანია, ბორის შელია და ლაშა წიფურია დააკავეს. ამავე საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა თამაზ ბუკია და სერიოჟა კვიტატიანი.


„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებისა და მათი თანამზრახველების  ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით დარეგისტრირდა 14  საწარმო, რომელთა შექმნის მიზანი იყო სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონოდ მოჭრილი ხის მასალის შემდგომი რეალიზაცია. ვინაიდან ხის მასალა უკანონოდ იყო მოპოვებული,  ბრალდებულები  მათ მართვაში არსებულ საწარმოთა შორის  ახდენდნენ ფიქტიურ ოპერაციებს, რითაც ქმნიდნენ  ყალბ მონაცემებს მასალის ნაშთის შესახებ, შემდგომში კი გაყალბებულ დოკუმენტაციას იყენებდენენ უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის თბილისში ტრანსპორტირებისა და რელიზაციისათვის.

 

საერთო ჯამში, ბრალდებულების მიერ ყალბი საგადასახადო დოკუმეტების გამოყენებით რეალიზებულია 3 200 000 ლარის (დაახლოებით 6 800 კუბურ მეტრი) უკანონოდ მოჭრილი ხის მასალა, ხოლო მათი საწარმოების მხრიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანება 1 250 000 ლარს აღემატება", - ნათქვამია განცხადებაში.


დანაშაულში მონაწილე ჯგუფის სხვა წევრების დადგენა-გამოვლენის მიზნით  გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის  მე-2 ნაწილის   „ა" ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016