„რაც ჯანდაცვის სისტემამ C ჰეპატიტის დასამარცხებლად გააკეთა, მსოფლიოს ბევრ ქვეყანას შეშურდება", - ამის შესახებ მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა. მომღერალი ბეჭდვით გამოცემას ხელისუფლების წარმატებულ ნაბიჯებზე ესაუბრა. ჭოხონელიძე აღსანიშნავ ფაქტად მიიჩნევს იმას, რომ დღეს ხალხში ტოტალური შიში აღარ არსებობს, როგორც ეს წინა ხელისუფლების როს იყო.
„როდესაც არსებულ პრობლემებზე გესაუბრებით, ზუსტად ვიცი, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, არცერთი მათგანი არ დაჯდება და ჩემს წინააღმდეგ სამოქმედო გეგმას არ დაწერს. ეს უკვე ძალიან დიდი ძვრაა და ნამდვილად იმსახურებს აღნიშვნას. დღეს ხალხში ტოტალური შიში განელდა! რამდენიც უნდა ვაკრიტიკოთ ხელისუფლება, ამის არდანახვა და დაუფასებლობა არ შეიძლება!
ასევე არ შემიძლია, ამ ხელისუფლების სასარგებლოდ არ ვთქვა - დღეს ადამიანს ავადმყოფობისა და ექიმთან ვიზიტის აღარ ეშინია. საყოველთაო დაზღვევამ ძალიან დიდი იმედი გააჩინა ხალხში", - განაცხადა მომღერალმა.
წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)