reportiori.ge - ია მეტრეველი: რომ არა 2012 წლის არჩევნები, ეს ადამიანები ციხეებიდან ცოცხლები ვერ გამოვიდოდნენ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 12:23
სამართალი
ია მეტრეველი: რომ არა 2012 წლის არჩევნები, ეს ადამიანები ციხეებიდან ცოცხლები ვერ გამოვიდოდნენ!
ავტორი:
10 დეკემბერი, 2015. 11:59


ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ალეკო ელისაშვილის მიერ დასახელებულ თანამდებობის პირებს შორის, სავარაუდოდ ეკა ბესელიაა, პასუხობს.

 

„სწორედ ეკა ბესელია იყო, ღამეებს რომ ათენებდა პოლიტპატიმრების გადასარჩენად, რომლებიც სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმისგან ციხეებში გაუბედურებულნი იყვნენ. რომ არა 2012 წლის არჩევნები, ეს ადამიანები ცოცხლები ნამდვილად ვერ გამოვიდოდნენ. არ შეიძლება ასე ხელაღებით ვესროლოთ ერთმანეთს ტალახი და გული გავუხეთქოთ, მითუმეტეს, თუ მყარი მტკიცებულებები არ გვაქვს და მიშას გამოგონილ, ეგრეთ წოდებული „გონივრული ეჭვის" საფუძველზე უყენებთ ადამიანს ბრალდებას. ჩვენ ვართ ქრისტიანი, ღრმად მორწმუნე ერი? ეკლესიები სავსეა მრევლით, მაგრამ რეალობაში სულ სხვა მდგომარეობაა, ძალიან მტკივა გული..." - აცხადებს ია მეტრეველი.


პატიმართა შეწყალების სკანდალთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება „ქრონიკა +"-ის რედაქტორ ელისო კილაძისთვის სარწმუნოა. კილაძე ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია, რომ  ხელისუფლების წარმომადგენლები პოლიტპატიმრების სიების შედგენისას ფულს აკეთებდნენ და გონივრულ ეჭვს გამოთქვამს, რომ უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია ერთ-ერთია, ვინც პატიმრების შეწყალებაზე „ფული გააკეთა".


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016