reportiori.ge - თემურ ბაბლუანი: ისეთი კაცი, რომელიც თავის ყანას ვერ უვლის, ქვეყანას მიხედავს?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 19:06
პრეს-დაიჯესტი
თემურ ბაბლუანი: ისეთი კაცი, რომელიც თავის ყანას ვერ უვლის, ქვეყანას მიხედავს?!
ავტორი:
10 დეკემბერი, 2015. 12:23


როგორია იდეალური ხელისუფლება? - რეჟისორი და მსახიობი თემურ ბაბლუანი „კვირის პალიტრის" კითხვას პასუხობს და ამბობს, რომ პოლიტიკა მისი საქმე არაა, თუმცა დასძენს, რომ ყველამ თავისი საქმე უნდა იცოდეს...


„პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ვიცი, რომ ყველამ თავისი საქმე უნდა იცოდეს... კართაგენი ისე გაძლიერდა, რომს დაუპირისპირდა, თავის დროზე კი ძალიან ცუდ მდგომარეობაში ყოფილა. ხალხმა გადაწყვიტა, მეზობელ პატარა ქალაქს კარგად აქვს საქმე, იქნებ რამე გვირჩიონო. მივიდა დელეგაცია იმ ქალაქში და ითხოვა, თქვენი ყანები გვაჩვენეთო. ჩამოიარეს და აჩვენეს 10 საუკეთესო ყანა. ურჩიეს, აი, ამ 10 ყანის პატრონებს ჩააბარეთ ქვეყანაო. იმ 10-მა კაცმა აიყვანა კართაგენი იმ სიმაღლეზე, რომ რომს დაუპირისპირდა. ისეთი კაცი, რომელიც თავის ყანას ვერ უვლის, ქვეყანას მიხედავს?!" - განაცხადა ბაბლუანმა.



როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს საქართველოს რუსეთთან, თურქეთთან და ზოგადად, მეზობელ ქვეყნებთან, ბაბლუანი პასუხობს: „უნდა მოვახერხოთ, რომ ყველასთან კარგად ვიყოთ. ეს ყოველთვის ვერ გვიშველის, მაგრამ მაინც ჯობია", - აღნიშნა ბაბლუანმა.




წყარო: „კვირის პალიტრა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016