პრეს-დაიჯესტი
იური მეჩითოვი: მივესალმები ყველა ინიციატივას, რომელიც რუსულ-ქართულ ურთიერთობას დაარეგულირებს
10 დეკემბერი, 2015. 15:47
„თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია საქართველო-გერმანია-რუსეთის დიალოგის ფორმატის შექმნის ინიციატივით გამოდის. ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ სწორედ გერმანიაა ის ქვეყანა, რომელსაც საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დარეგულირებაზე მუშაობა შეუძლია. რას ფიქრობს იური მეჩითოვი ამ ინიციატივასთან დაკავშირებით - ამის შესახებ „რეზონანსს" ესაუბრა.
ფოტოხელოვანი ყველა ინიციატივას, რომელიც რუსულ-ქართულ ურთიერთობას დაარეგულირებს, დადებითად უყურებს. „რა თქმა უნდა, გერმანია, როგორც ყველაზე მძლავრი სახელმწიფო ევროკავშირში, ფლობს სერიოზულ ბერკეტებს, თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, ეს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ზოგადად, ალასანიას ამ იდეას მივესალმები", - აღნიშნა მეჩითოვმა.
წყარო: „რეზონანსი"
13 თებერვალი, 2016. 15:07
13 თებერვალი, 2016. 12:53
13 თებერვალი, 2016. 10:35
12 თებერვალი, 2016. 14:45
12 თებერვალი, 2016. 11:51
12 თებერვალი, 2016. 11:27
10 თებერვალი, 2016. 22:52
10 თებერვალი, 2016. 03:59
09 თებერვალი, 2016. 16:47
09 თებერვალი, 2016. 15:35
09 თებერვალი, 2016. 10:57
09 თებერვალი, 2016. 10:42
09 თებერვალი, 2016. 10:21
09 თებერვალი, 2016. 10:00
08 თებერვალი, 2016. 19:45
08 თებერვალი, 2016. 18:06
08 თებერვალი, 2016. 16:38
08 თებერვალი, 2016. 13:51
08 თებერვალი, 2016. 13:48
08 თებერვალი, 2016. 13:43
06 თებერვალი, 2016. 16:11