„თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია საქართველო-გერმანია-რუსეთის დიალოგის ფორმატის შექმნის ინიციატივით გამოდის. ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ სწორედ გერმანიაა ის ქვეყანა, რომელსაც საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დარეგულირებაზე მუშაობა შეუძლია. ალასანიას ამ ინიციატივას დადებითად უყურებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა.
„გულახდილად რომ გითრათ, ამ იდეას ძალიან დადებითად ვუყურებ, ვინაიდან ისტორიულად სწორედ გერმანია იყო ის ქვეყანა, რომელმაც თავის დროზე უბიძგა საქართველოს, გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა და ეს ფაქტია. რა თქმა უნდა, ამ ქვეყანას საქართველოს მიმართ ახლაც ექნება ინტერესი და ეს ყველამ უნდა გაითავისოს. ამ შემთხვევაში, თუკი გერმანია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დალაგებას საკუთარ თავზე აიღებს, ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება", - აცხადებს პოლიტოლოგი.
წყარო: „რეზონანსი"