reportiori.ge - თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ალტერნატივა – ელექტროველოსიპედები გამოჩნდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 19:13
პრეს-დაიჯესტი
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ალტერნატივა – ელექტროველოსიპედები გამოჩნდა
ავტორი:
10 დეკემბერი, 2015. 18:29


დედაქალაქში გადატვირთული საგზაო მოძრაობის ფონზე ელექტროველოსიპედებზე მოთხოვნა იზრდება. როგორც კომპანია ebike.ge-ს წარმომადგენელი გიორგი ბუჩუკური რადიო „კომერსანტთან" აცხადებს, ყოველდღიურად დედაქალაქში 400-450 ათასი მანქანა მოძრაობს და გადაადგილება გართულებულია, მათი კომპანია კი მომხმარებელს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ალტერნატივას - ელექტროველოსიპედებს სთავაზობს.


ბუჩუკური ამბობს, რომ ევროპაში, ჩინეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელში ელექტროველოსიპედები აქტიურად გამოიყენება და თბილისშიც კარგი პოტენციალი არსებობს, რადგან მთაგორიანი ადგილია და ელექტროფუნქციის გამოყენებით მომხმარებელი უპრობლემოდ მივა დანიშნულების ადგილამდე.


მისივე თქმით, ჩვეულებრივი ველოსიპედი 1500-1700 ლარის ფარგლებში ღირს, ევროპული ელექტროველოსიპედის ფასი 2500 ევროდან იწყება, თუმცა, ebike.ge-ს ჩინეთიდან მაღალი ხარისხის პროდუქცია შემოაქვს, რომლის შეძენა 800-900 დოლარის ფარგლებშია შესაძლებელი. უახლოეს პერიოდში კომპანია პროდუქციას ლიზინგით და განვადებით გაყიდის. გაზაფხულზე კი პროდუქციის უკვე დიდი რაოდენობით შემოტანაა დაგეგმილი.


კომპანიაში ამბობენ, რომ ელექტროფუნქციით ველოსიპედს 45 კილომეტრის გავლა შეუძლია, შემდეგ კი მისი დატენვაა შესაძლებელი. 



წყარო: commersant.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016