რეგიონები
„ქართველ-სომეხთა კავშირი“ ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატს საჩუქრებს ჩაუტანს
10 დეკემბერი, 2015. 18:57
ხვალ, „ქართველ-სომეხთა კავშირი" საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატისთვის საჩუქრების ჩატანას გეგმავს.
არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნულ აქციას, 2016 წლის დადგომასთან დაკავშირებით მართავს. აქციის ფარგლებში, „ქართველ-სომეხთა კავშირი" გეგმავს, ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატს საჩუქრად საკვები პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა ჩაუტანოს.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მსურველებს შეუძლიათ ორგანიზაციის ოფისში (ქ.თბილისი, ქ.წამებულის # 25) 12:00-დან 17:00 საათამდე არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები მოიტანონ.
თანადგომისა და მხარდაჭერისათვის „ქართველ-სომეხთა კავშირის" წარმომადგენლები წინასწარ გიხდით მადლობას!
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57