მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი 2015" დაიხურა. საზეიმო დახურვის ცერემონია „გარდენ ჰოლში" დღეს გაიმართა. ფესტივალის გამარჯვებულები 6-კაციანმა კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. მათ ფესტივალის სპეციალური ჯილდო და სხვადასხვა პრიზები გადასცეს.
ფესტივალში მონაწილეობდნენ როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის უნივერსიტეტების მოყვარული თეატრალური დასები. ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მასპინძლობდა. ფესტივალი 30 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობას 10 უნივერსიტეტის სტუდენტები იღებდნენ.
ფესტივალს გენერალური სპონსორობა თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრმა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა გაუწია.
ფესტივალი მეოთხე წელია რაც იმართება და ყოველწლიურ ხასიათს ატარებს.