სხვადასხვა
„Facebook at Work“- ფეისბუქი ახალ ვერსიას აამუშავებს
11 დეკემბერი, 2015. 04:52
სააგენტო „როიტერის" ცნობით მსოფლიოს უდიდესი სოციალური ქსელი ფეისბუქი რამდენიმე თვეში ბიზნესვერსიის - Facebook at Work-ის ამუშავებას აპირებს.
ახალი სერვისი ბევრ რამეში დღეს პოპულარული სოციალური ქსელის მსგავსი იქნება. მასში, „ძველი" ფეისბუქის მსგავსად, იქნება ახალი ამბები, „ლაიქები" და „ჩატები". კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ის 95%-ით დღეს მოქმედი ფეისბუქის მსგავსი იქნება.
ამასთანავე, არის გარკვეული განსხვავებაც. ასე, მაგალითად, Facebook at Work-ის მომხმარებელი სამსახურში Candy Crush-ს და სხვა თამაშებს ვერ ითამაშებს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანია ბიზნესვერსიისთვის სპეციალური დამცავი საშუალებების დანერგვას აპირებს.
ფეისბუქის ახალი ვერსია ფასიანი იქნება.
13 თებერვალი, 2016. 12:11
13 თებერვალი, 2016. 11:33
12 თებერვალი, 2016. 02:36
09 თებერვალი, 2016. 18:20
09 თებერვალი, 2016. 12:26
05 თებერვალი, 2016. 16:02
27 იანვარი, 2016. 17:07
24 იანვარი, 2016. 22:04
22 იანვარი, 2016. 11:03