reportiori.ge - შსს-მ საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 11:38
სამართალი
შსს-მ საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავა
ავტორი:
11 დეკემბერი, 2015. 10:20



შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი შრი-ლანკის 6 მოქალაქე დააკავეს. მათი აყვანა სოფელ კარწახში განხორციელდა.


„უწყების სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოსა და ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა საპოლიციო კონტროლის დროს, შრი-ლანკის დემოკრატიულ-სოციალისტური რესპუბლიკის 6 მოქალაქე: 1977 წელს დაბადებული მუტუ მ, 1992 წელს დაბადებული ნიროშან ტ, 1990 წელს დაბადებული თანაბალსინგამ ს, 1991 წელს დაბადებული ვიჯიტარ შ, 1982 წელს დაბადებული ლიგეეტარან ს და 1979 წელს დაბადებული გალბოკკაჰივაჯ რ. საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ყოფნის ბრალდებით სოფელ კარწახში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებს პიროვნების იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები თან არ ჰქონდათ და საქართველოს ტერიტორიაზე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.


მათი განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაკავებულები ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.


საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს გადაეცა.

 

 

 




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016