reportiori.ge - ვახტანგ კობაიძე: ერთი გავლა – ორი განაკვეთი?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 22:57
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ვახტანგ კობაიძე: ერთი გავლა – ორი განაკვეთი?!
ავტორი:
11 დეკემბერი, 2015. 11:50



ადამიანური ისტორიები


საჩვენებელ თითს მაღლა აწევდა და ამაყად იტყოდა - „აი, ეს თითი  ღილაკს დავაჭირე და საქართველოს ტელევიზია პირველად გავიდა ეთერში".


დიახ, მერაბ ჯალიაშვილი იყო ის პირველი ტელერეჟისორი, ვინც 1956 წლის 30 დეკემბერს მწვანე შუქი აუნთო ქართულ ტელევიზიას. მის მიერ იქნა გადაღებული პირველი ტელეფილმი „დედის ხელი", სულ, გარდა მუსიკალური გადაცემებისა, გადაღებული აქვს 9 ტელეფილმი, აქედან ექვსის სცენარის ავტორიც თვითონ იყო.


მერაბ ჯალიაშვილს კოლეგები „ტელევიზიის კაცს" ეძახდნენ.  მუდამ მოფუსფუსეს, ერთ ადგილზე გაჩერებულს ვერ ნახავდით, კაცი, რომელსაც შეეძლო, ნებისმიერი, ყველაზე გადაუჭრელი სატელევიზიო პრობლემა გადაეჭრა, სრულიად უჟმური დღეები დღესასწაულად ექცია და ყველაზე შავი სამუშაო უდიდესი სიყვარულით ეკეთებინა.


მერაბ ჯალიაშვილის გახსენება ამ საახალწლოდ ერთმა მოგონებამ განაპირობა, რაც ჩემში დღეს ღიმილს იწვევს. 1982 წელი იყო, ტელევიზია ახალი წლის შესახვედრად ემზადებოდა. სხვადასხვა გადაცემები მზადდებოდა. არც მუსიკალური რედაქცია იყო გამონაკლისი.


მერაბ ჯალიაშვილი, თავისი სცენარით, მუსიკალურ სიუჟეტს იღებდა. პირველ სტუდიაში ზღვისპირა, მეთევზეთა სოფლის დეკორაცია იყო დადგმული. მორიგი გადაღებიდან დაბრუნებული ტელევიზიის ფოიეში ტელეოპერატორებთან ვლაზღანდარობდი. მერაბიც იქვე ფუსფუსებდა, რაღაცას ან ვიღაცას ეძებდა. უცბად მომიახლოვდა, შემათვალიერა. ლურჯი კოსტიუმი და თეთრი პერანგი მეცვა. მომიტრიალდა: „კოკოშ, სულ ნახევარ საათს დაგაკარგვინებ, ერთი გავლა მჭირდება, უარი არ მითხრა, ორ განაკვეთს გამოგიწერ". რა თქმა უნდა, დავთანხმდი, თან თავში ერთმა უცნაურმა აზრმაც გამიელვა. იმ დროისთვის ათამდე ფილმში ვიყავი გადაღებული, ლანა ღოღობერიძესთან, რამაზ გიორგობიანთან და გოდერძი ჩოხელთან, თემურ ჩხეიძესთან ტელედადგმაში „მარადისობის კანონი" და სხვა. კინოსტუდია „ქართული ფილმის" დირექტორების „დირექტორმა" შოთა ლაფერაძემ, ჩვენი ოჯახის ახლობელმა, 27-მანეთიანი განაკვეთი გამიკეთა ერთ გადაღების დღეზე. ამაზე მეტი მხოლოდ დამსახურებულ და სახალხო არტისტებს ჰქონდათ. რასაკვირველია, მერაბ ჯალიაშვილმა ეს არ იცოდა.


მოკლედ, გამიშვა თავის ასისტენტთან, მონაცემები ჩავაწერინე და თან ჩემი განაკვეთის დამადასტურებელი საბუთიც (სპეციალური წიგნაკი) წარვუდგინე. ჩემი „როლი" შემდეგში მდგომარეობდა. შეყვარებული წყვილისთვის უნდა გამევლო გვერდზე, შემეფასებინა, გზა გამეგრძელებინა, მომეხედა და ისევ შემეფასებინა. უსიტყვო, მუნჯი სცენა იყო, რასაც მუსიკა უნდა დადებოდა. „როლი" კარგად შევასრულე, მერაბი კმაყოფილი დარჩა, ქებაც დავიმსახურე. მეც გულნაკლული არ ვიყავი. ხუმრობა ხომ არ იყო 2 განაკვეთი?!


ახალმა წელმა ჩაიარა... მერაბ ჯალიაშვილის მუსიკალური სიუჟეტიც ეთერში გავიდა. მეც ჩემი კუთვნილი ჰონორარი მივიღე... ერთ დღეს „მოამბესთან" ყოველთვის საქმიანი მერაბ ჯალიაშვილი შემომეფეთა. „რა მიყავი, ეს რა გამიკეთე?" - პირველად ვერ მივხვდი. შემდეგ გამეცინა, ორ განაკვეთს გულისხმობდა  - „რას იზამ, ჩემო მერაბ, ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვს..."


ჩემს ოინზე მასაც გაეცინა. „ამ სიუჟეტზე სულ 100 მანეთი იყო გამოყოფილი, ნახევარი შენ წაიღე, სხვებს ჩემი ჰონორარიდან გამოვუწერეო!"


მერაბი პროფესიონალი იყო, თავისი საქმე კარგად იცოდა, გულში წყენა არ ჩაუდია, იმდენად კეთილშობილი და მიმნდობი ადამიანი იყო... საქართველოს ტელევიზიის პირველმა რეჟისორმა, ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ მერაბ ჯალიაშვილმა XX საუკუნის მეორე ნახევრის უნიკალური ჩანაწერები დაგვიტოვა თავის კოლეგებს და ტელემაყურებელს. 21-ე საუკუნეს ვეღარ მოესწრო, ბევრი ჩანაფიქრიც განუხორციელებელი დარჩა...



წყარო: sputnik-georgia.com, ვახტანგ კობაიძე


 

 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016