reportiori.ge - სტალინმა სულ ცოფები ყარა, გალაკტიონის მსგავს ხალხს როგორ აპატიმრებთო – რას იხსენებდა დიდი პოეტი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 19:01
პრეს-დაიჯესტი
სტალინმა სულ ცოფები ყარა, გალაკტიონის მსგავს ხალხს როგორ აპატიმრებთო – რას იხსენებდა დიდი პოეტი
ავტორი:
11 დეკემბერი, 2015. 13:51


 

ეს შენი წარსულია


დიდი ქართველი პოეტი გალაკტიონ ტაბიძე, 37-­იანი წლების რეპრესიების პერიოდში თავის მეუღლესთან ერთად დააპატიმრეს, თუმცა რამდენიმე დღეში ის უშუალოდ სტალინის ბრძანებით გაათავისუფლეს.


აი, რას იხსენებდა გალაკტიონი თავის მძღოლთან, არჩილ მღებრიშვილთან პირად საუბარში, რომელმაც მოგვიანებით ეს ისტორია გაზეთ „ასავალ­-დასავალს" უამბო


ერთხელ მომიყვა, თბილისში, თავის სახლში ღამის 2 საათზე როგორ მიაკითხეს უშიშროებიდან და უთხრეს - დიდი ბოდიში, ბატონო გალაკტიონ, დავალებას ვასრულებთ, თქვენ და თქვენი მეუღლე უნდა წაგიყვანოთ, ჩაიცვითო. იმ ღამეს გალაკტიონი და ოლღა ოკუჯავა სატვირთო მატარებლის ვაგონში ჩასხეს (რომლითაც შეშა და მორები გადაჰქონდათ) და მოსკოვში ჩაიყვანეს. გაუფრთხილებიათ, სანამ ვაგონს შევავსებთ და ციმბირისკენ წავალთ, რამდენიმე დღე აქ შევჩერდებითო. დილის 6 საათზე გალაკტიონი ქალის ფეხსაცმლის ბაკუნს გაუღვიძებია: სტალინის სახელზე მაშინვე წერილი დაუწერია და იმ ქალისთვის უთხოვია, ქართველი პოეტი ვარ, ნუ დამზარდები, ეს წერილი სტალინის ფოსტაში ჩააგდეო. სამი დღის შემდეგ გალაკტიონი კრემლში მიიყვანეს. სტალინს სულ ცოფები უყრია, გალაკტიონის მსგავს ხალხს როგორ აპატიმრებთო. მერე თავისი შიდა ტელეფონის ნომერი მიუცია - ყოველთვის შეგიძლია დამიკავშირდეო. გალაკტიონს უთქვამს, ჩემი მეუღლეა დაპატიმრებულიო. სტალინს ოლია ოკუჯავას მიყვანაც უბრძანებია, მაგრამ ხელქვეითებს უთქვამათ, მის მეუღლეს მეორე ღამეს გული გაუსკდა და გარდაიცვალაო. სტალინს მწუხარება გამოუთქვამს: მკვდარს ვერ გაგიცოცხლებთ, მაგრამ თქვენ თავისუფალი ხართო. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ იმ ღამით გალაკტიონის მეუღლე არ გარდაცვლილა, შემდეგ დაუხვრეტიათ. მთელი ცხოვრება ეს ტკივილი სტანჯავდა, რომ ვერ უშველა, რომ ვერაფრის გაკეთება შეძლო. როცა ეს ამბავი მიამბო, მითხრა - ყოველივე ამის შემდეგ აღარც ცხოვრება მინდა, არც მწერლობა და, საერთოდ, არაფერიო. ამიტომაც აღარ მიკვირდა, უკვე ასაკში შესული სმას რომ იყო მიძალებული.




გაზეთი „ასავალ-დასავალი"



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016