reportiori.ge - ვინ მოიხდის ბოდიშს?! ქართველები აფხაზებთან და ოსებთან თუ ამერიკის ელჩი საქართველოსთან?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 16:09
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ვინ მოიხდის ბოდიშს?! ქართველები აფხაზებთან და ოსებთან თუ ამერიკის ელჩი საქართველოსთან?!
15 ნოემბერი, 2013. 17:24

„როგორ, როგორ რა თქვა? რა სისულელეა! მე არ ვთვლი ასე. შეიძლება ნორლანდს უნდა ეს საკითხი ამგვარად წარმოაჩინოს!"- ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვიქტორ დოლიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრისას საქართველოში აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებას.


უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის აზრით კი, რიჩარდ ნორლანდის ნათქვამი მისთვის სრულიად გასაგებია.


„მემგონი ელჩის განცხადებას ჩვენგან კომენტარი არ სჭირდება. ვისაც ეხება და არის ამაზე პასუხისმგებელი - საქართველოს პრემიერი, პრეზიდენტი, მათ შეიძლება იფიქრონ ამაზე. ბატონი ნორლანდის აზრი ჩემთვის სრულიად გასაგებია. თქვენ გახსოვთ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დუჟი ყარა და იბღავლა რომ ვის უნდა მოვუხადოთ ბოდიში?!  დიდი ხანია ასე ვფიქრობ, უბრალოდ, ბატონი ნორლანდის აზრი ჩემგან იმით განსხვავდება, რომ დიდი ქვეყნის წარმომადგენელია და ჩემსავით იოლად ვერ ჩახშობინებენ ხმას", - განაცხადა ბერძენიშვილმა.


სამართალმცოდნეობის დოქტორის მინდია უგრეხელიძის განცხადებით, ქართველებს და ოსებს მუდამ ძმური დამოკიდებულება ჰქონდათ.


„უცხო თვალით ძალიან ძნელია დაინახო ქართული სინამდვილე. გააჩნია ნორლანდმა როდის დაინახა ეს, ომამდე თუ ომის შემდეგ? ომის შემდეგ შეიძლებოდა დაენახა, განსაკუთრებით მათ შორის, ვინც გამწარებული იყო აფხაზეთის ომით. ვფიქრობ, მაღალი რანგის დიპლომატს უნდა შესწევდეს უნარი, უფრო კარგად გამოიკვლიოს საკითხი და დასკვნების გაკეთება არ იჩქაროს. ქართველების დამოკიდებულება აფხაზებისა და ოსების მიმართ ყოველთვის იყო  ძალიან ძმური", - განაცხადა უგრეხელიძემ.


ამ საკითხთან დაკვშირებით, „რეპორტიორმა" კომენტარი უშიშროების ყოფილ მინისტრს ვალერი ხაბურძანიასაც ათხოვა. მისი აზრით, აშშ-მ და დასავლეთმა დაიწყეს საქართველოს იძულება სეპარატული რეგიონების აღიარებაზე.


„მე მაინტერესებს დასავლეთის მეხოტბეების რეაქცია ამ განცხადებაზე, თორემ ჩემთვის ყველაფერი ნათელია; აშშ-მ და დასავლეთმა დაიწყეს საქართველოს იძულება სეპარატისტული რეგიონების აღიარებაზე, პრობლემური საქართველოს ნატოში და ევროკავშირში მიღება ვერ ხერხდება, ამიტომ მას ეს პრობლემები უნდა ჩამოშორდეს. ყველაზე ადვილად მიღწევადი გზაა საქართველომ თვითონ თქვას უარი ამ რეგიონებზე.  ჩვენთვის ნატოსა და ევროკავშირის გზა რეალურად გაიკვალება, თუმცა აქაც ბოლო, მაჩანჩალა პოზიციების დასაკავებლად. ნორლანდის ეს განცხადება, რა კონტექსტშიც არ უნდა ეთქვა ე.წ. სტრატეგიული პარტნიორისგან უბრალოდ ღალატია, ანდა სიტუაციის არფლობა და უვიცობა. რუსები მართალია ხისტად მოქმედებენ, მაგრამ მსგავსი განცხადება სახელმწიფო დონეზე მათაც არ ჰქონიათ", -  აცხადებს ხაბურძანია.

ექსპერტი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ რიჩარდ ნორლანდის ეს განცხადება უპასუხისმგებლო და დიპლომატისთვის შეუფერებელია.


ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს. როგორც აფხაზეთს, ასევე ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს საქართველოს შემადგენლობაში ყველანაირი უფლება გააჩნდათ. ნორლანდის აღნიშნული განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს და დიპოლომატის განცხადებას. ეუთოს სამიტებზე 1994-1996 წელს სწორედ რომ აღიარებული იქნა ქართველთა ეთნიკური წმენდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ამაზე არსებობს მასალები ბუდაპეშტის და ლისაბონის სამიტზე. თუ ის ეუთოს წარმოადგენდა, მაშინ კარგად გაეცნოს იმ რეზოლუციებს, რომელსაც თვითონ ამერიკის შერთებულმა შტატებმა დაუჭირა მხარი. ჩემი აზრით, ამ განცხადებაზე მას ქართველი ერის წინაშე ბოდიშის მოხდა უნდა მოეთხოვოს", - განაცხადა ჩიტაძემ.


შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრისას საქართველოში აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდმა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ განცხადება გააკეთა. როგორც ნორლანდმა განაცხადა, „ქართველები აფხაზებს და ოსებს ეპყრობოდნენ დაახლოებით ისე, როგორც მანამდე რუსები - ქართველებს და ამისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევთ".


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016