reportiori.ge - სერგეი შოიგუ: მსოფლიოში სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია გამწვავდა, NATO კი კვლავ განაგრძობს გაფართოების პოლიტიკას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 22:35
მსოფლიო
სერგეი შოიგუ: მსოფლიოში სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია გამწვავდა, NATO კი კვლავ განაგრძობს გაფართოების პოლიტიკას
ავტორი:
11 დეკემბერი, 2015. 17:06



რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ თავდაცვის სამინისტროს კოლეგიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მსოფლიოში სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია გამწვავდა, NATO კი კვლავ განაგრძობს გაფართოების პოლიტიკას.



მისი თქმით, ბოლო პერიოდში ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთსა და რუმინეთში NATO-ს სამხედრო კონტინგენტს დაემატა სამხედრო თვითმფრინავები, გაიზარდა სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობაც.


 

დღეს აქტიურად ემზადებიან ბლოკში გასაწევრიანებლად მონტენეგრო, მაკედონია, ბოსნია და ჰერცგოვინა, საქართველო და უკრაინა", - განაცხადა შოიგუმ.



მისი თქმით, ბელგიაში, იტალიაში, ჰოლანდიაში, გერმანიასა და თურქეთში განლაგებულია 200-მდე ამერიკული ბირთვული ავიაბომბი.



კოლეგიაზე სიტყვით გამოსვლისას, სერგეი შოიგუმ სირიაში რუსეთის ოპერაციაზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ოპერაციის დაწყებიდან დღემდე რუსულმა ავიაციამ 4 000-მდე საბრძოლო ფრენა განახორციელა და „ისლამური სახელმწიფოს" 8 000-ზე მეტი ობიექტი გაანადგურა.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016