reportiori.ge - პრობაციონერს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში გადასახადის გადახდა აღარ მოუწევს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 12:33
სამართალი
პრობაციონერს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში გადასახადის გადახდა აღარ მოუწევს
ავტორი:
11 დეკემბერი, 2015. 18:19



„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ საქართველოს კანონში" ცვლილებები შედის, რომელიც დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს. კანონპროექტი მთავრობის სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა წარადგინა.


ცვლილებების თანხმად, უქმდება პრობაციონერებისთვის დაწესებული გარკვეული გადასახადი. კერძოდ, მათ აღარ მოუწევთ თანხის გადახდა იმ შემთხვევაში, თუ შეიცვლიან საცხოვრებელ ადგილს. აქამდე პრობაციონერის მიერ გადასახდელი თანხა საცხოვრებელი ადგილის ერთ თვემდე ვადით შეცვლის შემთხვევაში 20 ლარს, ხოლო სამ თვემდე ვადით შეცვლის შემთხვევაში, 50 ლარს შეადგენდა. 


„ჩვენ ვაუქმებთ გადასახადებს. მოგეხსენებათ, რომ პრობაციონერი, რომელიც ერთი თვით იცვლისსაცხოვრებელ ადგილს - ძირითადად ეს ხდება ზაფხულში, 20 ლარს იხდის პრობაციის ბიუროში, რათაზედამხედველობა დაეკისროს სხვა რაიონში. 50 ლარი ღირს სამთვიანი ნებართვა. მიგვაჩნია, რომ ესარის უსამართლო, ამიტომ კანონში შევა ცვლილებები, რომელიც ამ გადასახადებს გააუქმებს", -განაცხადა კახა კახიშვილმა.


გარდა ამისა, შეთავაზებული ცვლილებებით, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ იმ მსჯავრდებულებს, რომლებსაც დარჩენილი სასჯელი შეეცვალებათ უფრო მსუბუქი სახის სასჯელით - თავისუფლების შეზღუდვით, უფლება ექნებათ თავად გამოცხადნენ თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა. კანონის არსებული რედაქციით კი, მათ გადაყვანას საბადრაგო სამსახური უზრუნველყოფს.


ამავე კანონპროექტის თანხმად, ფართოვდება თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთან ხანმოკლე პაემანზე შეხვედრის უფლების მქონე პირთა წრე. თუ აქამდე მსჯავრდებულს უფლება ჰქონდა შეხვედროდა მხოლოდ მშობელს, მშვილებელს, შვილს, ნაშვილებს, მეუღლეს, დას და ძმას, ეს წრე მნიშვნელოვნადაა გაფართოებული. გარდა ამისა, დაწესებულების უფროსის ნებართვით და წახალისების მიზნით, მსჯავრდებულს შესაძლოა, ხანმოკლე პაემანზე ნებისმიერ პირთან შეხვედრის უფლება მიეცეს.


ასევე, ერთი თვიდან, სამ სამუშაო დღემდე მცირდება პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოებიდან სასამართლოში შესული წარდგინების განხილვის ვადა. ასევე, კანონპროექტით უმჯობესდება პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ პირთა პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი და პირობები. კერძოდ, კანონპროექტში დეტალურად გაიწერა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავების მიზნები, წესი, პირობები, დამუშავების უფლებამოსილების მქონე პირთა წრე, მონაცემების შენახვისა და განადგურების წესი.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016