reportiori.ge - თამუნა ნიკოლაძე: ვისურვებდი, ფესტივალი „ნიღაბი“ გახდეს უფრო მრავალფეროვანი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:47
კულტურა
თამუნა ნიკოლაძე: ვისურვებდი, ფესტივალი „ნიღაბი“ გახდეს უფრო მრავალფეროვანი
11 დეკემბერი, 2015. 18:39



თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი 2015" დასრულდა. მოყვარული მსახიობები 10 საუკეთესო ნომინაციაში 7-კაციანმა ჟიურიმ გამოავლინა. გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია „გარდენ ჰოლში" გაიმართა.


ჟიურის ერთ-ერთი წევრის თამუნა ნიკოლაძის განცხადებით,  ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა, რადგან მოყვარულ მსახიობ სტუდენტთა შორის ბევრი პროფესიონალურ დონეზე ასრულებდა თავის როლს.


ყველა გამარჯვებულს და არაგამარჯვებულს ვულოცავ. ამ ფესტივალში მონაწილეობა უკვე ნიშნავს გამარჯვებას. ჟიურიში 7 წევრი ვიყავით; ბევრი ზრგაიყო, ბევრიც დაემთხვა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ჟიურიმ მიიღო ალიან ობიექტური და ადამიანური გადაწყვეტილება. აღმოვაჩინეთ ბევრი საინტერესო გოგონა და ბიჭი. სურვებდი, ფესტივალი გახდეს უფრო მრავალფეროვანი და წარმოდგენილი იყოს სხვადახვა ანრის ბევრი სპექტაკლი", - განაცხადა  თამუნა ნიკოლაძემ.


თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი" ყოველწლიური კულტურული ღონისძიებაა, წელს ის მეოთხედ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის აქტიური მხარდაჭერით გაიმართა. ფესტივალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ფესტივალის მთავარი მიზანია უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის ურთიერთობა, გამოცდილების გაზიარება და მომავალში პროფესიული და შემოქმედებითი კავშირების ჩამოყალიბება, შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოება და ზოგადად ქართული ხელოვნების პროპაგანდა.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016